ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 172 173 174 175 176 ... 198 »
2/მაისი/2017
6 სურათი
პროექტის „დებატების ახალგაზრდული კლუბების ქსელი საქართველოში“ პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „დებატების ახალგაზრდული კლუბების ქსელი საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ხორციელდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ინიციატივით, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის  მხარდაჭერით. ღონისძიებას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და პროექტით დაინტერესებული სტუდენტები, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის წარმომადგენლები დაესწრნენ და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
ნახვა »
2/მაისი/2017
5 სურათი
საჯარო ლექცია-„სოციალურ-ემოციური სფეროს და თვითრეგულაციის უნარების განვითარების მნიშვნელობა ადრეულ ასაკში“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნეიროფსიქოლოგმა, პროფესორმა, თამარ გაგოშიძემ საჯარო ლექცია „სოციალურ-ემოციური სფეროს და თვითრეგულაციის უნარების განვითარების მნიშვნელობა ადრეულ ასაკში“ გამართა. საჯარო ლექცია შეეხო ბავშვის ადრეულ განვითარებაში ემოციურ-სოციალური სფეროს განვითარების როლს. ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციისა და ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭრით გაიმართა.
ნახვა »
2/მაისი/2017
7 სურათი
საერთაშორისო კონფერენცია "კოლექციები - კვლევა - ინტერპრეტაცია"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია "კოლექციები - კვლევა - ინტერპრეტაცია" გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. კონფერენცია საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, თსუ ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით გაიმართა.
ნახვა »
2/მაისი/2017
11 სურათი
,,ვეფხისტყაოსანი’’-ახალი თარგმანების პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "ვეფხისტყაოსნის" ახალი თარგმანების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ,,ვეფხისტყაოსნის’’ ჩეჩნური გამოცემა წარადგინა საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელმა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მრჩეველმა  მექა ხანგოშვილმა. ”ვეფხისტყაოსნის“ ახალი, ლინ კოფისეული  ინგლისური პოეტური თარგმანი წარადგინა გამომცემლობა „პოეზიის“ დირექტორმა ნატო ალხაზიშვილმა.
ნახვა »
1/მაისი/2017
5 სურათი
იმიტირებული სასამართლო პროცესის სტუდენტთა ტურნირის ფინალი საქართველოს უზენაეს სასამართლოში
საქართველოს უზენაეს სასამართლოში ოჯახში ძალადობის თემაზე იმიტირებული სასამართლო პროცესის სტუდენტთა ტურნირის ფინალი გაიმართა. ფინალში გამარჯვება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების გუნდებმა მოიპოვეს. საუკეთესო დაცვის მხარე წარმოადგინა თსუ-ს სტუდენტთა გუნდმა, ხოლო საუკეთესო ბრალდების მხარე - თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების გუნდმა. ნომინაციაში საუკეთესო მომხსენებელი ჯულიანა ცხადაშვილმა (თსუ) და მამუკა მახარაძემ (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი) გაიმარჯვეს; საუკეთესო მონაწილეებად ბექა მეგრელიშვილი (თსუ) და სოფო გუმბერიძე (თავისუფალი უნივერისტეტი ) დასახელდნენ.
ნახვა »
29/აპრილი/2017
15 სურათი
აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა ლიდერობის ფორუმი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა ლიდერობის ფორუმს უმასპინძლა. აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოში აშშ-ის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იან კელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვეცი,   მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა ლიდერობის ფორუმის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ნიკა სამხარაძემ, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის (GFSIS) პრეზიდენტმა  ეკა მეტრეველმა, პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) დირექტორმა ალექსი ალექსიშვილმა.


ნახვა »
« 1 ... 172 173 174 175 176 ... 198 »