ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 171 172 173 174 175 ... 198 »
4/მაისი/2017
8 სურათი
სასწავლო-სამეცნიერო ექსპედიციების ანგარიშები
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა და პროფესორთა 2016 წლის სასწავლო-სამეცნიერო ექსპედიციების ანგარიშების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე ექსპედიციების მასალების ფოტოგამოფენა მოეწყო.
ნახვა »
4/მაისი/2017
7 სურათი
ფორუმი „საქართველოს საჯარო მმართველობის გამოწვევები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტში ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის რიგით მე-12 ფორუმი „საქართველოს საჯარო მმართველობის გამოწვევები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში“ გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, იუირიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული, გერმანიის შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი ზიგფრიდ მაგიერა, ევროინტეგრაციის სამინისტროს  სექტორალური სამმართველოს უფროსი თორნიკე სულაბერიძე, თსუ ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის აკადემიური დირექტორი კობა ყალიჩავა, საქართველოს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებათა წარმომადგენლები, საქართველოს უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაეწრნენ.

ნახვა »
4/მაისი/2017
8 სურათი
პორტუგალიური ენის საერთაშორისო დღე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პორტუგალიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კულტურული ღონისძიებები გამართა. პორტუგალიური ენის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია ლუზოფონიის სხვადასხვა ასპექტებზე. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კარლოს ალბერტო ლოპეს ასფორა, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. პორტუგალიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართულ საღამოზე, პორტუგალიური და ბრაზილიური ლიტერატურული ტექსტების ქართულ ენაზე თარგმანის კითხვა მოეწყო, ასევე, ბრაზილიის ელჩის მეუღლემ შეასრულა ბრაზილიელ და პორტუგალიელ კოპმოზიტორთა ნაწარმოები.

ნახვა »
4/მაისი/2017
9 სურათი
ქრისტინე ფაღავა ბულეზის წიგნის „ერთი უჩვეულო ოჯახი“ წარდგენა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნოე ჟორდანიას შვილიშვილის, ქრისტინე ფაღავა ბულეზის მოგონებების წიგნის „ერთი უჩვეულო ოჯახი“ წარდგენა გაიმართა. წიგნს დართული აქვს 1801-1953 წლების ისტორიულ მოვლენათა ქრონოლოგიური ნუსხა.



ნახვა »
3/მაისი/2017
7 სურათი
სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი "პოსტსიმართლის ეპოქა" და ჟურნალისტიკა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტმა მსოფლიო თავისუფალი პრესის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი გამართა. ღონისძიება ჟურნალისტიკის რესურს-ცენტრთან (JRC) პარტნიორობით, თსუ მულტიმედია ცენტრისა და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა.
ნახვა »
3/მაისი/2017
12 სურათი
პროფესორ ტორალფ ჰასვოლდის ლექცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტუდენტებისათვის
ნორვეგიის განათლების სფეროში საერთაშორისო კოოპერაციის ცენტრის (SIU) მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველო - ნორვეგიის თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში’’ ფარგლებში ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტის/ტრომსოს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტმა, პროფესორმა ტორალფ ჰასვოლდმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში პროექტში ჩართული უნივერსიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისათვის წაიკითხა ლექცია “Rural Health - The National Centre of Rural Health in Tromsø”.  ლექციას დაესწრნენ თსუ მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაციის,  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელები.
 
ნახვა »
« 1 ... 171 172 173 174 175 ... 198 »