ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 170 171 172 173 174 ... 198 »
10/მაისი/2017
14 სურათი
რაგბიში ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის - U20-ის თასი თსუ-ში
რაგბიში ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის - U20-ის თასი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსშია! მსოფლიო თასთან თსუ სტუდენტებმა, პროფესორებმა, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გადაიღეს სურათები. წელს ჩვენი ქვეყანა რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატს 31 მაისიდან 18 ივნისამდე მასპინძლობს. მასში 12 უძლიერესი ნაკრები იასპარეზებს. საქართველოს გარდა, ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ ინგლისი, ირლანდია, არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, ავსტრალია, უელსი, შოტლანდია, საფრანგეთი, იტალია, სამოა.

ნახვა »
10/მაისი/2017
6 სურათი
სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალის „ხმა ქართველი ქალისა“-ასი წლის შემდეგ, პირველი ნომრის პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალის „ხმა ქართველი ქალისა“-ასი წლის შემდეგ, პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. თსუ გენდერის კვლევების ინსტიტუტის მიერ შექმნილი სამეცნიერო-პუბლიცისტური  ჟურნალი დაარსდა იმავე სახელწოდების ფემინისტური გაზეთის ასი წლისთავთან დაკავშირებით. გაზეთი "ხმა ქართველი ქალისა” ქუთაისში გამოიცემოდა 1917-1918 წლებში ფემინისტის, საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის კატო მიქელაძის თაოსნობით. ღონისძიების მხარდამჭერები არიან:თსუ-ს გენდერის კვლევების ინსტიტუტი, ქალთა ფონდი საქართველოში და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა.


ნახვა »
8/მაისი/2017
13 სურათი
საჯარო ლექცია„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და თანამედროვე გამოწვევები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის კონტექსტში“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ურიდიულმა ფაკულტეტმა საჯარო ლექციას „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და თანამედროვე გამოწვევები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის კონტექსტში“ უმასპინძლა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი, პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ. ლექციის ფარგლებში განხილული იყო:სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არსი და განსხვავება სხვა საერთაშორისო სასამართლოებისგან; პროკურორის ოფისის მიერ გამოძიების წარმართვის პრინციპები; 2008 წლის ომის საქმეზე მიმდინარე გამოძიების სავარაუდო ვადები და შედეგები. ლექცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით გაიმართა.
ნახვა »
6/მაისი/2017
20 სურათი
ღია კარის დღე თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღია კარის დღე გაიმართა. აბიტურიენტებს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე მიესალმა. თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა თამარ ვეფხვაძემ, თსუ შვიდი ფაკულტეტის, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) წარმომადგენლებმა აბიტურიენტებს გააცნეს ინფორმაცია თსუ სასწავლო პროგრამების, სტუდენტური ცხოვრების, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში გაცვლითი პროგრამების შესახებ.


ნახვა »
5/მაისი/2017
9 სურათი
შეხვედრა გურამ დოჩანაშვილთან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ნორჩ ჰუმანიტართა სკოლის ორგანიზებით მწერალ გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, უნივერსიტეტის სტუდენტები, საბავშვო უნივერსიტეტის მოსწავლეები, საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თსუ რექტორმა ქართველი ერის წინაშე გაწეული უდიდესი ღვაწლისთვის, ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მწერალი და საზოგადო მოღვაწე გურამ დოჩანაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა.
ნახვა »
4/მაისი/2017
5 სურათი
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩის ვიზიტი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დურსუნ ჰასანოვს შეხვდა. შეხვედრას თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, აზერბაიჯანის საელჩოს მეორე მდივანი ფახრი ჰაჯიევი დაესწრნენ. ღონისძიებაზე მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებულ საგანმანათლებლო საკითხებზე და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს.


ნახვა »
« 1 ... 170 171 172 173 174 ... 198 »