ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 169 170 171 172 173 ... 198 »
16/მაისი/2017
10 სურათი
ფოტოკონკურსის "UNIკადრი 2017" გამარჯვებულების დაჯილდოება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ფოტოკონკურსის "UNIკადრი 2017" გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. ჟიურის მიერ შერჩეულ კონკურსის სამ გამარჯვებულს ნუცა ნიკოლაიშვილს, ირაკლი ბუთურიშვილს და ლექსო მიქაძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაწესებული პრიზები: პლანშეტური კომპიუტერი, ანაზღაურებადი სტაჟირება საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში, თსუ-ს წიგნის მაღაზიათა ქსელის სასაჩუქრე კომპლექტი გადაეცათ.

ნახვა »
16/მაისი/2017
6 სურათი
პროექტის "საქართველოს ახალგაზრდობის მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობისთვის მომზადება" პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის "საქართველოს ახალგაზრდობის მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობისათვის მომზადება" პრეზენტაცია და პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროექტს ახორციელებს "სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი" თსუ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტბთან პარტნიორობის ფარგლებში, ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით.


ნახვა »
15/მაისი/2017
5 სურათი
ირანელი ლიტერატურული მოღვაწეების შემოქმედების მიმოხილვა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰაქიმ აბუ ლ-ყასემ ფირდოუსის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო გაიმართა. ირანელი ლიტერატურული მოღვაწეების შემოქმედების მიმოხილვა ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.
ნახვა »
11/მაისი/2017
11 სურათი
შეხვედრა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის (UINL) პრეზიდენტ ხოსე მარკენიო დე იანოსთან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა იურიდიული ფაკულტეტის ესპანური სამართლის ინსტიტუტის, პროფესორებისა და სტუდენტების შეხვედრა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის (UINL) პრეზიდენტ ხოსე მარკენიო დე იანოსთან .ღონისძიების ფარგლებში ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტმა წაიკითხა მოხსენება, რომელიც მიეძღვნა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თანამშრომლობას.

ნახვა »
11/მაისი/2017
10 სურათი
ჰანს ტიმმერის საჯარო ლექცია "ვაჭრობა გარდამავალ პერიოდში ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში”
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მსოფლიო ბანკის წამყვანმა ეკონომისტმა ჰანს ტიმმერმა საჯარო ლექცია "ვაჭრობა გარდამავალ პერიოდში ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში” წაიკითხა. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, პროფესორები, სტუდენტები, დაინტერესებული მსმენელები დაესწრნენ.ჰანს ტიმმერი 2013 წლიდან მსოფლიო ბანკის რეგიონის ევროპისა და ცენტრალური აზიის მთავარი ეკონომისტია. იგი იყო მსოფლიო ბანკის განვითარების პერსპექტივების ჯგუფის დირექტორი. მისი ხელმძღვანელობით, ჯგუფმა წარმოადგინა მსოფლიო ბანკის წლიური ფლაგმანი ანგარიშები, გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები და გლობალური მონიტორინგის ანგარიში, მონიტორინგისა და პროგნოზირების პუბლიკაციების ფართო სპექტრი, გლობალური განვითარების ფინანსების ჩათვლით.
ნახვა »
11/მაისი/2017
17 სურათი
ამერიკისმცოდნეობის მე-18 საერთაშორისო კონფერენცია თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით ამერიკისმცოდნეობის მე-18 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის შექმნის 230-ე და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების 25 წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიების ფარგლებში თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა გამოფენა „ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ისტორიიდან“, რომელზეც წარმოდგენილია ამერიკაში მცხოვრები ქართველების,  ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ცხოვრებისა და მოღვაწეობის (სამხედრო, საავიაციო, სამეცნიერო, ლიტერატურული, სახელოვნებო, სპორტული და სხვა) ამსახველი ფოტოდოკუმენტები, ბეჭდური და ხელნაწერი მასალები.    

ნახვა »
« 1 ... 169 170 171 172 173 ... 198 »