ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 168 169 170 171 172 ... 198 »
18/მაისი/2017
5 სურათი
საერთაშორისო ინოვაციური კომისიის წევრთა სტუმრობა ფაბლაბში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბ ლაბს ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა საერთაშორისო ასოციაციის ინოვაციური კომისიის წევრები ესტუმრნენ. კომისიის წევრები ლაბორატორიის საქმიანობას და განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ. საკუთარ ქალაქებში განხორციელებული ინოვაციური პროექტები ქალაქ ნანტის, პარიზის, ჟენევის, ლიეჟისა და აბიჯანის წარმომადგენლებმაც წარადგინეს.
ნახვა »
18/მაისი/2017
18 სურათი
„ვისწავლოთ ქართული“
ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროგრამა „ვისწავლოთ ქართულის“ ფარგლებში ქალაქ თბილისი საკრებულოში სერტიფიკატების საზეიმო გადაცემა გაიმართა.პირველად 2017 წლის კურსის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მეცადინეობები ჩატარდა ქალაქ თბილისის საკრებულოსთან არსებულ „მეგობრობის სახლშიც“. მეცადინეობებს ესწრებოდნენ თბილისში მცხოვრები რუსული, უკრაინული, პოლონური და ლიტვური დიაპორის წარმომადგენლები. უმეტესობამ გადალახა ტესტური დავალების მაღალი ზღვარი და დაიმსახურა კურსის პირველი საფეხურის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ნახვა »
17/მაისი/2017
6 სურათი
საჯარო ლექცია "ვინ არის ასწლოვანი მატიანის ავტორი ე.წ. ჟამთააღმწერელი"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია "ვინ არის ასწლოვანი მატიანის ავტორი ე.წ. ჟამთააღმწერელი" გაიმართა. ლექცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა ვაჟა კიკნაძემ წაიკითხა.
ნახვა »
17/მაისი/2017
11 სურათი
აკაკი შანიძის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დიდი მეცნიერის, აკადემიკოს აკაკი შანიძის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. საღამოზე გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის” რედაქციის მიერ მომზადებული კრებულის ,,აკაკი შანიძე-ქართული საქმის კაცი” პრეზენტაცია გაიმართა. კრებულის შემდგენელი და რედაქტორია გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის” რედაქტორი ნინო კაკულია; რეცენზენტი-რედაქტორია ავთანდილ არაბული. კრებულის წარდგენის შემდეგ გაიმართა ფილმის ,,აკაკი შანიძე” ჩვენება. ფილმი მომზადებულია პროექტის ,,მათ შექმნეს უნივერსიტეტი” ფარგლებში (სამხატვრო ხელმძღვანელია მერაბ კოკოჩაშვილი).

ნახვა »
17/მაისი/2017
8 სურათი
ჰიპერტენზიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰიპერტენზიის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, თსუ მედიცინის ფაკულტეტმა, საქართველოს ექიმთა ასოციაციასთან და საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელ საზოგადოებასთან ერთად თსუ პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის მიმოხილვითი პრეზენტაცია გამართა. აქციის ფარგლებში, ასევე, ჩატარდა გამოკვლევა და შესაბამისი კონსულტირება. ღონისძიებაში აკადემიურ პერსონალთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღეს თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა და რეზიდენტებმა.




ნახვა »
17/მაისი/2017
10 სურათი
„სტუდენტთა ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში“ – პირველი ნომრის პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელექტრონული გამოცემის „სტუდენტთა ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში“ პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. „სტუდენტთა ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში“ მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობას და საშუალება მისცეს მათ, საკუთარი ნაშრომები გააცნონ ფართო აკადემიურ საზოგადოებას.

ნახვა »
« 1 ... 168 169 170 171 172 ... 198 »