ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 167 168 169 170 171 ... 198 »
23/მაისი/2017
12 სურათი
სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია სისხლის სამართლში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზაბით სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას აკადემიური წრეების, საქართველოს პარლამენტისა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები დაესწრნენ. კონფერენციაზე ორი აქტუალური საკითხი:ჯგუფური დანაშაულის სადავო საკითხები; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პრობლემური საკითხები განიხილეს. მომხსენებები წაიკითხეს თსუ ფროფესორმა ნონა თოდუამ, თსუ ასოცირებულმა პროფესორმა ირინა აქუბარდიამ, თსუ მოწვეულმა ლექტორმა თამარ სადრაძემ. მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მოწვეულმა სტუმრებმა. შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებები გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს.



ნახვა »
23/მაისი/2017
8 სურათი
საჯარო ლექცია "საქართველოს უსაფრთხოების გარემო"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უშიშროებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა ლაშა დარსალიამ საჯარო ლექცია "საქართველოს უსაფრთხოების გარემო" გამართა. ღონისძიებაზე მომხსენებელმა საქართველოს უსაფრთხოების სექტორის გამოწვევებზე, საქართველოს დაზვერვის სამსახურის როლსა და ამოცანებზე, რეგიონალური უსაფრთხოების სხვადასხვა ასპექტზე ისაუბრა.საჯარო ლექციის შემდეგ დისკუსია გაიმართა.
ნახვა »
19/მაისი/2017
23 სურათი
„ვეფხისტყაოსანი“ და რუსთაველის ეპოქა - გამოფენა თსუ-ში
„ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ხელნაწერები, გამოცემები, ილუსტრაციები იყო წარმოდგენილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენაზე „ვეფხისტყაოსანი“ და რუსთაველის ეპოქა“, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა და საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე დაესწრნენ. ექსპოზიციაზე, რომელიც შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა,  თსუ ბიბლიოთეკაში, თსუ ემიგრაციის მუზეუმსა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული უნიკალური მასალა გამოიფინა. 
ნახვა »
19/მაისი/2017
13 სურათი
წიგნის პრეზენტაცია - ლევ ტოლსტოის ტრაქტატი „რა არის ხელოვნება?“ და მისი მნიშვნელობა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  თსუ ასოცირებული პროფესორის ეკა ვარდოშვილის წიგნის - „ლევ ტოლსტოის ტრაქტატი „რა არის ხელოვნება?“ და მისი მნიშვნელობა“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი გამოსცა გამომცემლობა Palmarium Academic Publishing-მა (საარბრიუკენი) 2016 წელს და გათვალისწინებულია ჰუმანიტარულ სფეროში მომუშავე მეცნიერებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის. ნაშრომში აღნიშნულია, რომ ლ. ტოლსტოის თეორიული სახის ტრაქტატი - „რა არის ხელოვნება?“, ხელოვნების არსისა და დანიშნულების საკითხებზე მსჯელობასთან ერთად შეიცავს კულტურული ინტეგრაციის საკითხებისადმი თანამედროვე მიდგომებს.

ნახვა »
19/მაისი/2017
9 სურათი
ვახტანგ კოტეტიშვილის „წერილების“ წარდგინება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ვახტანგ კოტეტიშვილის „წერილების“ წარდგინება. გამოცემაზე ისაუბრებეს რეცენზენტებმა:თამარ შარაბიძე (ფილოლოგი, ასოცირებული პროფესორი), ნინო პოპიაშვილი (ფილოლოგიის დოქტორი), ნაირა ბეპიევი (ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი). კრებული ვახტანგ კოტეტიშვილის წერილების პირველ პუბლიკაციებსა და რეპუბლიკაციებს წარმოადგენს, რომელიც მეოცე საუკუნის 10-20-იანი წლების პრესამ და ვახტანგ კოტეტიშვილის პირადმა არქივმა შემოგვინახა. წერილები როგორც კონკრეტული პიროვნების, ასევე იმ რთული და წინააღმდეგობრივი ეპოქის უტყუარი სურათია. კრებული შეადგინა, გამოსაცემად მოამზადა, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთო ნონა კუპრეიშვილმა. რედაქტორები: ამირან არაბული, ნანა კოტეტიშვილი, თამარ ლონდარიძე. წიგნი გამოიცა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.
ნახვა »
18/მაისი/2017
9 სურათი
კონფერენცია „სტუდენტები-მოსწავლეებისათვის“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულებისა და თინათინ წერეთლის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით კონფერენცია „სტუდენტები- მოსწავლეებისათვის“ გაიმართება. კონფერენციის ფარგლებში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა წარმოადგინეს თემები, რომლებშიც განხილული იყო სისხლის სამართლის მნიშვნელოვანი საკითხები. კონფერენციის შემდეგ, სპეციალურად შექმნილმა კომისიამ, წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე გამოავლინა  საუკეთესო ნაშრომები, რომლებიც გამოქვეყნდება ჟურნალის - „სისხლის სამართლის აქტუალური პრობლემების“ პირველ ნომერში. ასევე, გამარჯვებული სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან თბილისის საკრებულოში.
ნახვა »
« 1 ... 167 168 169 170 171 ... 198 »