ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 166 167 168 169 170 ... 198 »
25/მაისი/2017
5 სურათი
ყოველწლიური სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია გენდერის კვლევაში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევების ინსტიტუტმა გენდერის კვლევაში მესამე ყოველწლიურ სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია გამართა. კონფერენცია კვლევითი-სამეცნიერო ხასიათისაა. მისი მიზანია სტუდენტური კვლევის წახალისება და მხარდაჭერა და სტუდენტთა შორის გენდერის კვლევებში აკადემიური დისკუსიის ხელშეწყობა. კონფერენციის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოედგინათ თავიანთი ნაშრომები ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის შემდეგ საკითხებზე:გენდერული თანასწორობის აღქმა-საზოგადოებრივი აზრის კვლევა; გენდერი პოპულარულ კულტურასა და მედიაში; სამართალი და რეალობა-ქალთა უფლებების დე ფაქტო და დე იურე მდგომარეობა საქართველოში; ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა - ისტორია და აწმყო.
ნახვა »
25/მაისი/2017
10 სურათი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ,,ვიხსენებთ გრიგოლ ლორთქიფანიძეს’’
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "თსუ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელმა ცენტრმა" და გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოებამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ,,ვიხსენებთ გრიგოლ ლორთქიფანიძეს’’ გამართა. ღონისძიებას გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოების პრეზიდენტი პაატა სურგულაძე, თსუ ემერიტუს პროფესორი გურამ ლორთქიფანიძე, თსუ პროფესორი დიმიტრი შველიძე, თსუ სტუდენტები, თანამშრომლები, თბილისის საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელები და პედაგობები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ნახვა »
25/მაისი/2017
9 სურათი
გამოყენებითი და სახვითი ხელოვნების ვორქშოპი და გამოფენა
თურქული ხელოვნების მე-4 საერთაშორისო პრეზენტაციის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტმა ანტალიის ხმელთაშუაზღვის უნივერსიტეტის ხელოვნების პედაგოგებს უმასპინძლა, რომლებმაც უნივერსიტეტის სამხატვრო სტუდიაში გამოყენებითი და სახვითი ხელოვნების ვორქშოპი და გამოფენა გამართეს.
ნახვა »
24/მაისი/2017
24 სურათი
თსუ-ში სლავური დამწერლობის - კირილიცას დღე აღინიშნა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  სლავური დამწერლობის - კირილიცას  დღე აღინიშნა, რომლის ორგანიზატორია ბულგარეთის საელჩო საქართველოში. ღონისძიებას ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დესისლავა ივანოვა, თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ბულგარეთის საელჩომ ბულგარეთის განათლებისა და კულტურის დღესასწაული ექსპოზიციით აღნიშნა. გამოფენა მიეძღვნა გლაგოლურ დამწერლობას, რომელიც შეიქმნა წმინდა კირილესა და მეთოდეს მიერ. ღონისძიებაზე ბულგარული ანბანის ჰიმნი შესრულდა.


ნახვა »
24/მაისი/2017
10 სურათი
ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნის საღამო თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო „მოდი აქ“ გაიმართა. საღამოში მონაწილეობა მიიღეს თორნიკე ყიფიანმა, ლუკა ზაქარიაძემ, დათო ევგენიძემ, ლინდა ადამიამ, კოტე ყუბანეიშვილმა, კოკა მუმლაძემ, ნინო დევიძემ, გიგა პაპასქირმა, დათუნა ცომაშვილმა და ბენდებმა. საღამოზე წარმოდგენილი იყო ირაკლი ჩარკვიანის 2D ანიმაცია. ღონისძიება თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა.


ნახვა »
23/მაისი/2017
17 სურათი
გამოფენა ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურა შარჟებით უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდებში“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამოფენა ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურა შარჟებით უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდებში“ გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მეგობრული შარჟები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921წწ.) პერიოდში კულტურის სფეროში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენისა თუ პიროვნებების შესახებ, რომლებიც მათი თანამედროვე მხატვრების მიერაა შესრულებული. ასევე გამოიფინა ჩანახატების ფოტოასლები. მასალები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდებიდანაა მოძიებული.
ნახვა »
« 1 ... 166 167 168 169 170 ... 198 »