ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 165 166 167 168 169 ... 198 »
29/მაისი/2017
6 სურათი
სტუდენტური დოკუმენტური ფილმების ფესტივალი ,,ჩემი ვაჟა"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჟას-ფშაველას კაბინეტში კულტურის პალატამ და ვაჟა–ფშაველას ფონდმა სტუდენტური დოკუმენტური ფილმების ფესტივალი ,,ჩემი ვაჟა" გახსნეს.
ნახვა »
29/მაისი/2017
45 სურათი
რუსთაველის თეატრის სპექტაკლი:"მოხუცი ჯამბაზები"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსთაველის თეატრის სპექტაკლი:"მოხუცი ჯამბაზები" გაიმართა. მოხუცთა თავშესაფრის ბუზღუნა, მიამიტი თუ ლირიკული ბინადრები რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ ამჯერად უნივერსიტეტის სცენაზე გააცოცხლა. რონალდ ჰარვუდის პიესის მიხედვით დადგმული ორმოქმედებიანი სევდიანი კომედიის ჩვენება თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის და საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით გაიმართა.


ნახვა »
28/მაისი/2017
5 სურათი
სიბრძნე სიცრუისას“ გერმანულენოვანი, მიხაკო წერეთლისეული თარგმანის პრეზენტაცია
თბილისის წიგნის მე-19 საერთაშორისო ფესტივალზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წიგნის მოყვარეულებს სულხან-საბა ორბელიანის „ სიბრძნე სიცრუისას“ გერმანულენოვანი, მიხაკო წერეთლისეული თარგმანი წარუდგინა. სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისას" მიხაკო წერეთლისეული თარგმანი 1933 წელს ბერლინში ცნობილი ქართველი ემიგრანტის–არჩილ მეტრეველის სტამბაში დაიბეჭდა. 1980-იან წლებში ის ემიგრაციიდან ჩამოიტანა პროფესორმა გურამ შარაძემ და წიგნი მის პირად არქივში ინახებოდა. 1994 წელს, მეცნიერმა გერმანულად ნათარგმნი "სიბრძნე სიცრუისა" ემიგრანტული კოლექციის სხვა უნიკალურ გამოცემებთან ერთად უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმში განათავსა. "სიბრძნე სიცრუისას" წერეთლისეული თარგმანი საქართველოში პირველად ქვეყნდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ.
ნახვა »
28/მაისი/2017
12 სურათი
თსუ წიგნის მე-19 საერთაშორისო ფესტივალზე
25 მაისიდან 28 მაისამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობისა და წიგნის მაღაზიის სტენდი თბილისის წიგნის მე-19 საერთაშორისო ფესტივალზე იყო წარმოდგენილი. ფესტივალის განმავლობაში მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ თსუ გამომცემოლობის წიგნები 60%-მდე ფასდაკლებით შეეძინათ. წიგნის მე-19 საერთაშორისო ფესტივალზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისას“ გერმანულენოვანი, მიხაკო წერეთლისეული თარგმანის პრეზენტაცია გამართა.

ნახვა »
26/მაისი/2017
7 სურათი
"თსუ-მოდერნი" და "LVL-თსუ" საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოცეკვავეთა ჯგუფებმა "თსუ-მოდერნი" და "LVL-თსუ" 26 მაისს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქალაქ ფოთში გამართულ კონცერტში მიიღეს მონაწილეობა.
ნახვა »
25/მაისი/2017
12 სურათი
წიგნის „ქართული სოციალ-დემოკრატია 1880-1953: ძირითადი ორიენტირები“ პრეზენტაცია თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ქართველ ხალხთა მეგობრობისა და კულტურის ფრანგული ასოციაციის პრეზიდენტის, ლევილის ქართული მამულის  მართვის საბჭოს წევრის ტიერი ბერიშვილის წიგნის  „ქართული სოციალ-დემოკრატია 1880-1953: ძირითადი ორიენტირების“ პრეზენტაცია გაიმართა. ორენოვანი წიგნი (ქართულ-ფრანგული) მკითხველს აცნობს ქართული სოციალ-დემოკრატიის ისტორიას, პოლიტიკური ბრძოლის გზასა და პოლიტიკურ ხედვებს. წიგნის ქართული გამოცემა მოამზადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ. ტექსტი ფრანგული ენიდან ქართულად თარგმნა ქეთევან ქუსიკაშვილმა. წიგნი გამოსცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ.



ნახვა »
« 1 ... 165 166 167 168 169 ... 198 »