ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 164 165 166 167 168 ... 198 »
30/მაისი/2017
9 სურათი
სამეცნიერო სემინარი „თანამედროვე ქართული ენის მართლწერა-მართლმეტყველების პრობლემები“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეტყველების კულტურის განყოფილების უფროსმა თამარ ვაშაკიძემ სამეცნიერო სემინარი „თანამედროვე ქართული ენის მართლწერა-მართლმეტყველების პრობლემები“ გამართა.
ნახვა »
30/მაისი/2017
6 სურათი
უკრაინელი პოეტის მარიანა კიანოვსკას ვიზიტი თსუ უკრაინისტიკის ინსტიტუტში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს თანამედროვე უკრაინელი მწერალი მარიანა კიანოვსკა ეწვია. მწერალმა თსუ უკრაინისტიკის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა.

ნახვა »
30/მაისი/2017
19 სურათი
პაატა ცხადაიას დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო
ივანე ჯავხიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტთან არსებული ქართველური ონომასტიკის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ პაატა ცხადაიას დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე პროფესორი პაატა ცხადაია ივანე ჯავახიშვილის მედლით დააჯილდოვეს.
ნახვა »
29/მაისი/2017
23 სურათი
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასკვნითი ღონისძიებები თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამოფენა ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ და სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921წწ.): პიროვნებები, მოვლენები, რეფორმები, მიღწევები და შეცდომები“ გაიმართა. ღონისძიების გახსნას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ნახვა »
29/მაისი/2017
18 სურათი
სტუდენტ-არქეოლოგთა IX საერთაშორისო კონფერენცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით ვარძიაში პიტ რივერსისადმი მიძღვნილი სტუდენტ-არქეოლოგთა IX საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. სტუდენტებმა ღონისძიებაზე წარმოადგინეს სამეცნიერო თემები, რომელიც ექსპედიციებში მონაწილეობასა და აღმოჩენების შეფასებას ეყრდნობა. კონფერენციის ჟიურის წევრებმა: თსუ პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა მაიკლ ვიკერსმა, ინსბრუკის უნივერსიტეტის პროფესორმა ვალტერ კუნტნერიმ, ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა ებერჰარდ ზაუერმა, ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტის პროფესორმა პაოლო ბიაჯიმ გამარჯვებული სტუდენტები გამოავლენეს.
ნახვა »
29/მაისი/2017
11 სურათი
ებრაელ პოეტებთან შეხვედრა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ებრაისტიკა–არამეისტიკის კათედრის მოწვევით ცნობილ ებრაელ პოეტებთან დითი რონენთან და ამირ ორთან შეხვედრა გაიმართა.
ნახვა »
« 1 ... 164 165 166 167 168 ... 198 »