ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 163 164 165 166 167 ... 198 »
2/ივნისი/2017
17 სურათი
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და შსს აკადემიას შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და შსს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ მოაწერეს ხელი. მემორანდუმის თანახმად, მხარეები განახორციელებენ ერთობლივ სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებს, ერთმანეთს გაუზიარებენ ინტელექტუალურ და ტექნიკურ რესურსებს, მოაწყობენ ერთობლივ სამუშაო შეხვედრებს, სემინარებს, კონფერენციებს; ხელს შეუწყობენ სასწავლო პროგრამებსა და პროექტებში პროფესორების, ინსტრუქტორების, ტრენერებისა და ინსტრუქტორების ჩართვას, მხარეთა შორის თანამშრომლობას პრაქტიკული სასწავლო პროგრამის (კლინიკის) ფარგლებში.

ნახვა »
2/ივნისი/2017
13 სურათი
მრგვალი მაგიდა „გავაძლიეროთ კონფლიქტის პრევენცია:რეკომენდაციები ევროკავშირისთვის"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად მრგვალ მაგიდაში „გავაძლიეროთ კონფლიქტის პრევენცია:რეკომენდაციები ევროკავშირისთვის" მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პოლიტიკის ფორმირების სარეკომენდაციო დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის  მიერ. დოკუმენტში საქართველოს შესახებ სიტუაციური ანალიზის ანგარიში მომზადდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერდისციპლინური ცენტრის მიერ. პროექტი ხორციელდება  ევროკავშირის დაფინანსებით და მასში ჩართულები არიან: ლონდონის პოლიტიკისა და ეკონომიკის მეცნიერებათა სკოლა, უტრეხტის უნივერსიტეტი, შეიარაღებული კონფლიქტების პრევენციის გლობალური პარტნიორობის არასამთავრობო ორგანიზაცია და სხვები.




ნახვა »
31/მაისი/2017
18 სურათი
გერმანული ფილოლოგია საქართველოში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გერმანული ფილოლოგიის კათედრისა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით ღონისძიება „გერმანული ფილოლოგია საქართველოში“ გაიმართა. ღონისძიებაზე გერმანიის უნივერსიტეტების გერმანისტული ინსტიტუტების პარტნიორობის, ერთობლივი პროექტების, თსუ-ში გერმანული ფილოლოგიის სასწავლო პროგრამების შესახებ ისაუბრეს. ღონისძიების ფარგლებში, თსუ ბიბლიოთეკაში გაიხსნა გამოფენა „გერმანიის კულტურა და მეცნიერება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.“
ნახვა »
31/მაისი/2017
15 სურათი
ანსამბლ „თსუ გორდელას“ 10 წლის იუბილე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ტრადიციული მუსიკის ანსამბლმა „თსუ გორდელა“ რუსთველის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 10 წლის საიუბილეო კონცერტი  გამართა. იუბილეზე ანსამბლმა ერთგულ მსმენელს ათწლიანი შემოქმედება წარუდგინა. „თსუ გორდელა“ 2007 წელს ჩამოყალიბდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და 10 წლის განმავლობაში მრავალფეროვანი და გამორჩეული შემოქმედებით დიდი პოპულარობა მოიპოვა.
ნახვა »
31/მაისი/2017
12 სურათი
თსუ დელეგაცია ერევნის სახელმწიფო უნივერისტეტში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციამ სომხეთში გამართულ სომხურ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავთისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. ვიზიტის ფარგლებში, თსუ რექტორი გიორგი შარვშიძე ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს არამ სიმონიანს შეხვდა. შეხვედრას თსუ კანცლერი ნუნუ ოვსიანიკოვა და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი სტუდენტთა, აბიტურიენტთა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში ალექსანდრე მარკაროვი დაესწრნენ. სომხეთში ვიზიტით იმყოფებოდნენ თსუ ქორეოგრაფიული ანსამბლი "უნივერსიტეტი" და ვაჟთა ვოკალური ანსამბლი "უნივერსიტეტი", რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და სომხურ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით ერევანში ღონისძიებები გამართეს.




ნახვა »
30/მაისი/2017
13 სურათი
პრაქტიკული კურსი "როგორ დავიწყო სტარტაპი?"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პრაქტიკული კურსი „როგორ დავიწყო სტარტაპი?“ პრაქტიკულ კურსზე განხილული იყო თემები: რა არის Start Up?, სახელმწიფო პროგრამები და მხარდაჭერა სტარტაპების განვითარებისთვის, Start Up პროექტების განვითარების შესაძლებლობები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, Start Up ისტორიები. პრაქტიკული სასწავლო კურსი ევროპული საგანმანათლებლო ცენტრისა და თსუ ფაბ ლაბის ორგანიზებით 28 მაისს გაიხსნა. გახსნით სესიაზე მოხსენებები წარადგინეს საპარტნიორო ფონდის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და თსუ წარმომადგენლებმა. სტუდენტებს გამოცდილება გაუზიარეს მოქმედმა სტარტაპერებმაც. კურსის ფარგლებში, პროექტის მონაწილე სტუდენტებს საშუალება აქვთ მიიღონ ინფორმაცია, პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება სტარტაპების შესახებ. კურსი მოიცავს სხვადასხვა თემატურ სესიას, რომელიც ახალგაზრდებს დაეხმარება სტარტაპის ჩამოყალიბებისა და მართვისთვის მიიღონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები. პროექტში ჩართულია 140-მდე სტუდენტი.

 


ნახვა »
« 1 ... 163 164 165 166 167 ... 198 »