ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 162 163 164 165 166 ... 198 »
7/ივნისი/2017
12 სურათი
კონფერენცია "საქართველოს მოქალაქეობა და უცხოელთა უფლებები"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "ადამიანის ძირითადი უფლებები და სასამართლო პრაქტიკა" ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია თემაზე: "საქართველოს მოქალაქეობა და უცხოელთა უფლებები". შეხვედრაზე ასევე მოხდა გრანტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგების პრეზენტაცია. კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა თსუ ასოცირებული პროფესორი და პროექტის ხელმძღვანელი ვასილ გონაშვილი, რომელმაც ისაუბრა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა უფლებებზე, მოქალაქეობის მინიჭების საგამონაკლისო წესზე, ბინადრობის უფლებისა და მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის თავისებურებებზე. მან ასევე შეაჯამა გრანტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა. მოწვეულმა ლექტორმა, მოსამართლე ლევან დარბაიძემ კონფერენციის მონაწილეებს გააცნო საკონფერენციო თემატიკასთან დაკავშირებით საერთო სასამართლოების პრაქტიკა და მიღებული გადაწყვეტილებები. კონფერენციას ესწრებოდნენ თსუ პროფესორები, მოსამართლეები და სტუდენტები.


ნახვა »
6/ივნისი/2017
20 სურათი
ელგუჯა ხინთიბიძის საიუბილეო საღამო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორის, აკადემიკოს ელგუჯა ხინთიბიძის საიუბილეო საღამო გაიმართა. ელგუჯა ხინთიბიძეს იუბილე  თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა, პროფესორებმა, სტუდენტებმა, მოწვეულმა სტუმრებმა მიულოეს. ღონისძიებაზე ქართველოლოგიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, პროფესორი, აკადემიკოსი ელგუჯა ხინთიბიძე უნივერსიტეტის მედლით დაჯილდოვდა.
ნახვა »
6/ივნისი/2017
12 სურათი
ტიერი ბერიშვილის შეხვედრა თსუ რექტორთან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ პოლიტიკური ემიგრაციის მეორე თაობის წარმომადგენელი, ფრანგულ-ქართული ასოციაცია "გაუმარჯოს საქართველოს" პრეზიდენტი ტიერი ბერიშვილი მიიღო. შეხვედრაზე ტიერი ბერიშვილმა უნივერსიტეტის რექტორს ბიბლიოთეკისთვის საჩუქრად გადასცა ნოე ჟორდანიას წიგნი "სოციალისტური სირთულეები", ასევე, მამია ბერიშვილის პირადი დოკუმენტები, მათ შორის დევნილობის პასპორტი და პირადი წერილები. უნივერსიტეტის რექტორმა ტიერი ბერიშვილს გაწეული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. 2015 წელს ტიერი ბერიშვილმა უნივერსიტეტს გადასცა სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს არქივის დარჩენილი ნაწილი, მამის, მამია ბერიშვილის პირადი არქივი და ფოტო მასალა, რაც ამჟამად თსუ–ის ბიბლიოთეკაში ინახება.
ნახვა »
5/ივნისი/2017
18 სურათი
თანამშრომლობის მემორანდუმები თსუ-ს, თბილისის მერიასა და თბილისის საკრებულოს შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა თბილისის მერიასა და თბილისის საკრებულოსთან. მემორანდუმებს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა მოაწერეს. ხელშეკრულების თანახმად, თბილისის მერია და საკრებულო მჭიდროდ ითანამშრომლებს უნივერსიტეტთან სტუდენტური სასწავლო პრაქტიკის და სტაჟირების საკითხებზე. თავის მხრივ, უნივერსიტეტი, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მერიას და საკრებულოს საჭირო მეთოდოლოგიური მასალებით, წვრთნის მოდულებით და ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული სხვა ინტელექტუალური რესურსებით; განახორციელებენ ერთობლივ პროექტებს.
ნახვა »
5/ივნისი/2017
14 სურათი
„რუსთაველი 850“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა სამეცნიერო გრანტის ფარგლებში ღონისძიებებები „რუსთაველი 850“ გაიმართა. ღონისძიებები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა.
ნახვა »
5/ივნისი/2017
39 სურათი
შემოდგომის ლექციები -2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში QUALI-Start-Up ლექციებთან დაკავშირებული ღონისძიების გახსნის ცერემონია გაიმართა. ლექციების კურსი პროექტის „შემოდგომის ლექციები თბილისში“ გაგრძელებაა, რომელიც იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ჩატარდება. ლექციების თემატიკა მოიცავს ექსპერიმენტული და თეორიული ფიზიკის  (ბირთვული ფიზიკა, ნანოტექნოლოგიები, სამედიცინო ფიზიკა), ქიმიის (ენერგიისა და კლიმატის კონტროლი), სიცოცხლისშემსწავლელი მეცნიერებებისა და ჯანმრთელობის, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებებს. შემოდგომის ლექციებზე დასასწრებად სტუდენტები კონკურსის წესით შეარჩიეს, სულ 47 სტუდენტი (თსუ-დან, სტუ-დან, ილიაუნიდან და აგრიუნიდან), მათ შორის 19 არის თსუ-დან. ღონისძიებაზე თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ახალი ლაბორატორიის SMART|Atmo გასახსნელად თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.
    

ნახვა »
« 1 ... 162 163 164 165 166 ... 198 »