ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 161 162 163 164 165 ... 198 »
13/ივნისი/2017
20 სურათი
„მარიამ ლორთქიფანიძე - 95“
აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ცნობილი ქართველი ისტორიკოსის იუბილე უნივერსიტეტმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის XI საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენციით აღნიშნა. საიუბილეო ღინისძიების ფარგლებში პროფესორ თედო დუნდუას საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომების მე-12 ტომის პრეზენტაცია, ასევე გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის” რედაქტორის ნინო კაკულიას დოკუმენტური ფილმის „ისტორიამ რა ჰქმნა?“ ჩვენება გაიმართა. ფილმი აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის მოღვაწეობას ეძღვნება. ღონისძიებები თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.
 

   

 

ნახვა »
12/ივნისი/2017
15 სურათი
საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილე ტაო ჟენგი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილე ტაო ჟენგი შეხვდა. შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია თემაზე „გლობალური ეკონომიკა და სავალუტო ფონდის როლი მსოფლიოში“. სტუდენტებთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

ნახვა »
9/ივნისი/2017
13 სურათი
„წარმატებული სტუდენტების წახალისება“
თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამის „წარმატებული სტუდენტების წახალისება“ ფარგლებში, 145 წარმატებული სტუდენტი დაჯილდოვდა. მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 62 სტუდენტია. წარჩინებული მაგისტრანტებს მერიის სტიპენდია და წარჩინების სერტიფიკატი გადაეცათ.
ნახვა »
9/ივნისი/2017
8 სურათი
ნინო ქათამაძის და ჯგუფ "Insight"-ის კონცერტი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ნინო ქათამაძის და ჯგუფ "Insight"-ის სოლო კონცერტი გაიმართა.

ნახვა »
9/ივნისი/2017
14 სურათი
IX სტუდენტური რეგიონთაშორისი კონფერენცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარული და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულების პროექტის "ურთიერთობათა და კონფლიქტების დარეგულირებისათვის" ფარგლებში IX სტუდენტური რეგიონთაშორისი კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიებას თსუ კანცლერი ნუნუ ოვსიანიკოვა, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, პროფესორი თამარ პაიჭაძე, პროფესორი კახა ლორია, სტუდენტები დაესწრნენ. კონფერენციაში მონაწილეობა  83 სტუდენტმა მიიღო საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებიდან. ღონისძიებაზე სტუდენტთა სამეცნიერო შრომების კრებულის "მერმისის" ახალი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.
ნახვა »
8/ივნისი/2017
24 სურათი
პოეზიის საღამო:„სტრიქონები გვირილებად“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის“ ორგანიზებით პოეზიის საღამო:„სტრიქონები გვირილებად“ გაიმართა. საღამოზე წარმოდგენილი იყო უნივერსიტეტის დამაარსებლებისა და ქართველი მწერლების პირადი წერილები. ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ. ღონისძიების მიზანია უნივერსიტეტის სტუდენტების შემოქმედების გაცნობა საზოგადოებისთვის. „ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბი“ სტუდენტთა ჯგუფია, რომელიც მომავალში მიზნად ისახავს მსგავსი ღონისძიებების გამართვას როგორც საუნივერსიტეტო სივრცეში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ნახვა »
« 1 ... 161 162 163 164 165 ... 198 »