ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 160 161 162 163 164 ... 198 »
16/ივნისი/2017
7 სურათი
სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კონფერენცია 2017
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის, შესაბამისობის განვითარების საგანმანათლებლო ცენტრის  კერძო სამართლის ინსტიტუტთან არსებული კვლევის სტუდენტური ჯფუფისა და დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის ინიციატივით სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კონფერენცია 2017 -ის მოხსენებითი ტური გაიმართა.
ნახვა »
16/ივნისი/2017
15 სურათი
თედო უთურგაიძის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ორგანიზებით პროფესორის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრის თედო უთურგაიძის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე წიგნების: „ქართული ენობრივი სისტემის საკითხები“ და „ზმნის სემანტიკური კლასიფიკაცია ქართულში“  პრეზენტაცია გაიმართა .
ნახვა »
15/ივნისი/2017
11 სურათი
სტუდენტური კონფერენცია "ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და ქართული კერძო სამართლის გამოწვევები"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტთან არსებული კვლევის სტუდენტური ჯფუფის ინიციატივით გაიმართა კონფერენცია თემაზე - ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და ქართული კერძო სამართლის გამოწვევები. მოხსენებებით გამოვიდენენ თსუ პროფესორები და სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები. საუბარი შეეხო საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ ასოცირების შესახებ შეთანხმებას და სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებას ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან შიდა კანონმდებლობის დაახლოების თვალსაზრისით. მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს სამართლის სხვადასხვა დარგის პრობლემურ საკითხებზე და მიმოიხილეს შრომის სამართლის, საკორპორაციო სამართლის, მომხმარებელთა  სამართლისა და გარემოს დაცვის ძირითადი ასპექტები ევროკავშირის დირექტივებთან მიმართებით. კონფერენცია ეძღვნება პროფესორ სერგო ჯორბენაძის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს.



ნახვა »
15/ივნისი/2017
9 სურათი
ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის დელეგაცია თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე  ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის (გერმანია) უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ ვალტერ როზენთალს და ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო ოფისის ხელმძღვანელს პროფესორ კლაუდია ჰილინგერს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს ორ უნივერსიტეტს შორის 1966 წლიდან არსებულ ურთიერთობაზე და განიხილეს მომავალი თანამშრომლობის დეტალები.
ნახვა »
15/ივნისი/2017
12 სურათი
გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ყოფილი სტიპენდიატების შეხვედრა თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ყოფილი სტიპენდიატების შეხვედრას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა,  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰაიკე ფაიჩი, DAAD-ის გენერალური მდივნის მოადგილე ულრიხ გროტჰუსი, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ნახვა »
14/ივნისი/2017
17 სურათი
მესამე საერთაშორისო კონფერენცია "ჯანდაცვის სფეროში სოციალური მუშაობის ინტეგრაცია, როგორც გლობალური გამოწვევა"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მესამე საერთაშორისო კონფერენცია "ჯანდაცვის სფეროში სოციალური მუშაობის ინტეგრაცია, როგორც გლობალური გამოწვევა" გაიმართა. ღონისძიების მიზანია პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში სოციალური მუშაობის პროფესიის განვითარების ხელშეწყობა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს პროფესიონალებმა სოციალურ მუშაობაში განათლების სფეროდან, პრაქტიკოსებმა, ადმინისტრაციულ პოზიციაზე მომუშავე პირებმა და სოციალური პოლიტიკის შემმუშავებლებმა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ევროკავშირიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან და ასევე, დაინტერესებულმა წარმომადგენლებმა მსოფლიოს სხვა რეგიონებიდან.




ნახვა »
« 1 ... 160 161 162 163 164 ... 198 »