ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 159 160 161 162 163 ... 198 »
21/ივნისი/2017
13 სურათი
ლტოლვილთა საერთაშორისო დღე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიამ UNHCR-თან ერთად  ღონისძიება გამართა. შეხვედრას გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ხელმძღვანელობა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ნათია კაციტაძე, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ. ღონისძიებაზე საქართველოში ლტოლვილთა მდგომარეობაზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

ნახვა »
20/ივნისი/2017
24 სურათი
საზაფხულო სკოლა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ საბავშვო უნივერსიტეტისა და აბიტურიენტთა სამსახურის ერთობლივი საზაფხულო სკოლა გაიხსნა. საზაფხულო სკოლის მიზანია მოსწავლეებში დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ესეების კონკურსისა და წაკითხულის გააზრების ტესტირებაში გამარჯვებულები. წარმატებული მოსწავლეები ნინო ქადაგიძე ჟვანიამ დაასაჩუქრა.
ნახვა »
19/ივნისი/2017
14 სურათი
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მე-11 ტექნიკური შეხვედრა
მაღალგამდიდრებული ურანის უკან დაბრუნების პროგრამიდან მიღებული გამოცდილების შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მე-11 ტექნიკურ შეხვედრაში თსუ რექტორის მოადგილემ მიხეილ ჩხენკელმა, 100-მდე წარმომადგენელმა-მაღალი რანგის პროფესიონალებმა სხვადასხვა სახელმწიფოს მარეგულირებელი ორგანოებიდან და კვლევითი რეაქტორებიდან მიიღეს მონაწილეობა. თსუ ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი აქტიურადაა ჩართული მაღალგამდიდრებული ურანის რეპატრიაციის პროგრამაში.  ინსტიტუტის საკვლევი რეაქტორიდან 1998 წელს იქნა გატანილი ბირთვული საწვავი. 2015 წლის ბოლოს ინსტიტუტმა საქართველოდან სარეკორდო დროში გაიტანა მაღალგამდიდრებული ურანის ბოლო პარტია. ტექნიკური შეხვედრის მიზანია მაღალგამდიდრებული ურანის უკან დაბრუნების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული რეპატრიაციიდან მიღებული გამოცდილების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლებისათვის. 


ნახვა »
19/ივნისი/2017
10 სურათი
კონფერენცია "გერმანულ-ქართული დიალოგი ახალი ქართული საზოგადოებრივი მეცნიერების სახელმძღვანელოზე"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ ეკერტის სახელობის საერთაშორისო სახელმძღვანელოების კვლევის ინსტიტუტის (ბერლინი) ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია: გერმანულ-ქართული დიალოგი ახალი ქართული საზოგადოებრივი მეცნიერების სახელმძღვანელოზე გერმანელი და ქართველი მეცნიერებისა და პედაგოგების მონაწილეობით. კონფერენცია მიეძღვნა გერმანიასა და საქართველოში საზოგადოებრივი მეცნიერების სწავლების პრობლემებს. კონფერენციის მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ნახვა »
17/ივნისი/2017
34 სურათი
„ევროპული ღირებულებები რაჭის მაღალმთიან რეგიონში“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „ევროპული ღირებულებები რაჭის მაღალმთიან რეგიონში“ ფარგლებში სასწავლო-სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე გამოვლინდა ესეების კონკურსის „საქართველოს ევროპული მომავალი“ სამი გამარჯვებული:ბარბარე უთმელიძე ("ქართული ღვინო - გზა ევროპისკენ") - საფრანგეთში საქართველოს სათვისტომოს ხელმძღვანელის ოთარ ზურაბიშვილის რჩეული, გიორგი ხომასურიძე ("საქართველოს მომავალი ევროპული გამოცდილების გაზიარებით") - თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის რჩეული, ნინო მეტრეველი ("ევროკავშირში გაერთიანებით საქართველო შეძლებს გახდეს ეკონომიკურად ძლიერი და წარმატებული სახელმწიფო") - ჟიურის რჩეული. პროექტი „ევროპული ღირებულებები რაჭის მაღალმთიან რეგიონში“ თსუ სტუდენტური სამეცნიერო პროექტების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია.
ნახვა »
16/ივნისი/2017
15 სურათი
აშშ-ს ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინტიტუტმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის ნიკოლას ბერლინერის საქართველოში საქმიანობის დაასრულებასთან დაკავშირებით გამოსამშვიდობებელი ღონისძიება გამართა. ნიკოლას ბერლინერთან შეხვედრას თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვასილ კაჭარავა,  პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ.                


ნახვა »
« 1 ... 159 160 161 162 163 ... 198 »