ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 158 159 160 161 162 ... 198 »
23/ივნისი/2017
16 სურათი
პროფესორ აპოლონ შეროზიას დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსის, პროფესორ აპოლონ შეროზიას დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, თსუ ფილოსოფიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი პროფესორი დემურ ჯალაღონია, პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ. ღონისძიებაზე ჟურნალ "ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველის" მე-6 ნომრის პრეზენტაცია გაიმართა, ასევე გაიხსნა პროფესორ აპოლონ შეროზიას დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა.
ნახვა »
23/ივნისი/2017
7 სურათი
გიორგი წერეთლის დაბადებიდან 65 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში პროფესორ გიორგი წერეთლის დაბადებიდან 65 წლისთვისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია და საიუბილეო სხდომა გაიმართა. ღონისძიებას თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა, თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რამაზ აბესაძე, პროფესორები, სტუდენტები ქართველი და უცხოელი სტუმრები დაესწრნენ.
ნახვა »
23/ივნისი/2017
10 სურათი
"გერმანული ენის გრამატიკა"-წიგნის პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცისანა კვერნაძე-მიქაძის წიგნის:,,გერმანული ენის გრამატიკა’’ პრეზენტაცია გაიმართა. გერმანული ენის გრამატიკის სრული კურსი გათვალისწინებულია გერმანული ენით დაინტერესებული ნებისმიერი ქართულენოვანი ადამიანისთვის. აგებულია პრინციპით – უმარტივესიდან ურთულესისაკენ. წესები ახსნილია ქართულ ენაზე, ყოველი თემის ბოლოს მოყვანილია სქემები, განმარტებული და მაგალითებით განმტკიცებული, მასალის მთლიანობაში აღსაქმელად.


ნახვა »
22/ივნისი/2017
25 სურათი
V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა - მდგრადი განვითარების რეგიონული ასპექტები“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა-მდგრადი განვითარების რეგიონული ასპექტები“ გაიხსნა. კონფერენციის მთავარი მიმართულებაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში საზოგადოების მდგრადი განვითარების  შესაძლებლობების განსაზღვრა მრავალმხრივი გლობალური კონფიგურაციის სწრაფი ცვლილების პირობებში. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა მკვლევრებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან:აშშ, გერმანია, ბელგია, ჩინეთი, მექსიკა, თურქეთი, აზერბაიჯანი და ირანი.

ნახვა »
22/ივნისი/2017
7 სურათი
სამეცნიერო კონფერენცია - კულტურის კვლევის მეთოდები II
ივანე ჯავახიშივლის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია "კულტურის კვლევის მეთოდები" გაიმართა. კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა. მომხსენებლებმა განიხილეს კულტურის კვლევის მეთოდოლოგიური საკითხები, ასევე ის პრობლემატიკა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის ნაციონალიზმის, ურბანიზმისა და ეთნოლოგიის მიმართების ფართო სპექტრთან.
ნახვა »
22/ივნისი/2017
12 სურათი
კლარსონის უნივერსიტეტის დელეგაცია თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს კლარსონის უნივერსიტეტის პროფესორთა და სტუდენტთა ჯგუფი ეწვია. კლარსონის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები, თსუ ზესტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორები, მაგისტრატურის და ბაკალავრიატის სტუდენტები შეხვდნენ. შეხვედრაზე ყურადრება გამახვილდა თსუ-სა და კლარსონის უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო კვლევით პროექტებზე და სტუდენტების ჩართულობაზე ამ პროექტებში. ძირითადად საუბარი იყო ელექტრონული ინჟინერიის, ქიმიური ინჟინერიის, სამოქალაქო ინჟინერიის და საინჟინრო მენეჯმენტის მიმართულების პროექტებზე, რომლებსაც ახორციელებენ სტუმრად მყოფი სტუდენტები. შეხვედრაზე გამოიკვეთა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
ნახვა »
« 1 ... 158 159 160 161 162 ... 198 »