ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 157 158 159 160 161 ... 198 »
28/ივნისი/2017
12 სურათი
“დიალოგი საქართველოსა და იაპონიას შორის: ისტორია და სამომავლო სამეცნიერო-კულტურული თანამშრომლობა“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის „შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის“ მიმართულების ორგანიზებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “დიალოგი საქართველოსა და იაპონიას შორის: ისტორია და სამომავლო სამეცნიერო-კულტურული თანამშრომლობა“ გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, თსუ პროფესორი, „შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის“ მიმართულების ხელმძღვანელი ნანა გელაშვილი, ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორი, თანამედროვე ლიტერატურის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიცუიოში ნუმანო დაესწრნენ. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს თსუ-სა და ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა. ღონისძიება მიეძღვნა საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს.
ნახვა »
27/ივნისი/2017
15 სურათი
თანამშრომლობის მემორანდუმი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი აშშ ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის  ლაბორატორიაში გაიარონ სტაჟირება. მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა საქართველოში კენ უოლშმა, ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი  ინსტიტუტის (WRAIR) დირექტორმა საქართველოში მარკ ჰარტელმა მოაწერეს. შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობას სამეცნიერო კვლევებისა და სტუდენტების სტაჟირების საკითხებში. WRAIR რჩება მეცნიერების, ტექნოლოგიის, საინჟინრო, განათლების შესაძლებლობების შემუშავებისა და რეალიზაციის წინა ხაზზე, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეცნიერებაში კარიერის  განვითარებისათვის. სტუდენტები ჩაერთვებიან კლინიკური კვლევის ტექნოლოგიებსა და მიმდინარე საერთაშორისო კვლევებში.




ნახვა »
26/ივნისი/2017
33 სურათი
ბაქტერიოფაგის აღმოჩენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში ბაქტერიოფაგის აღმოჩენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი მზია ქუთათელაძე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე, დიპლომატიური კორპუსის, სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ მოამზადა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილია ბიბლიოთეკის საცავებში დაცული მასალები გიორგი ელიავასა და ფელიქს დერელის შესახებ, ფელიქს დერელის ვიზიტზე თბილისში და ა.შ.

ნახვა »
24/ივნისი/2017
28 სურათი
ლტოლვილთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თსუ-ში კონფერენცია ჩატარდა
ლტოლვილთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სამაგისტრო და საბაკალავრო საფეხურის ოცამდე სტუდენტმა, თავისუფალი უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ასევე პროფესორ-მასწავლებლებმა და მკვლევარებმა. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, მათ შორის მოხდა ხუთი საუკეთესო მომხსენებლის გამოვლენა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ოთხ სტუდენტს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში სტაჟირება შესთავაზა.
ნახვა »
23/ივნისი/2017
17 სურათი
აკადემიური წერის პროექტის პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური წერის განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა  საქართველოში“ (EWMI-PROLoG) პროექტის ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. აკადემიური წერის განვითარების პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რომლის მიზანია სტუდენტთა შორის აკადემიური წერის სტანდარტების ამაღლება. პრეზენტაციაზე მოხდა მიმართულების პირველი პროექტის - ანა დოლიძის სახელმძღვანელოს „აკადემიური წერა სამართალში“ წარდგენა.
ნახვა »
23/ივნისი/2017
9 სურათი
თანამშრომლობის მემორანდუმი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი რექტორმა გიორგი შარვაშიძემ  და მინისტრმა სოზარ სუბარმა მოაწერეს. ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტრო უნივერსიტეტს პერიოდულად გადასცემს საგანმანათლებლო-სამეცნიერო ლიტერატურას. თავის მხრივ, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესის თანახმად მაღალი აკადემიური შედეგების მქონე დევნილი სტუდენტების შერჩევას სწავლის საფასურის დასაფინანსებლად.  

ნახვა »
« 1 ... 157 158 159 160 161 ... 198 »