ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 156 157 158 159 160 ... 198 »
1/ივლისი/2017
41 სურათი
თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) ათი წლისაა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ათი წლის საიუბილიო ღონისძიება და 2017 წლის კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართა. 10 წლის განმავლობაში ISET-ში ასეულობით წარმატებული კურსდამთავრებული აღიზარდა, რომლებიც წარმატებულ პოზიციებს იკავებენ რეგიონში. წელს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა 32-მა მაგისტრმა დაამთავრა. ღონისძიებაზე საფუძველი ჩაეყარა სკოლის მიერ ინიცირებულ ახალ კამპანიას „დააბრუნე ამაგი“. კამპანიის მონაწილე ISET-ელები, დაინტერესებულ ბიზნესკომპანიებთან, საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მენტორობას გაუწევენ სოფლის სკოლების მოსწავლეებს: დაეხმარებიან პროფესიული კარიერის დაგეგმვაში, პროფესიული სტაჟირებებისა და საგანმანათლებლო სტიპენდიების მოძიებაში.




ნახვა »
1/ივლისი/2017
10 სურათი
“სამოქალაქო განათლება და დემოკრატიის გამოცდილება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია “სამოქალაქო განათლება და დემოკრატიის გამოცდილება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში“ გაიმართა. კონფერენციაში საქართველოს და უცხოეთის  სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმოამდგენლები მონაწილეობდნენ. ღონისძიება USAID, IFES, CElA და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების ორგანიზებით გაიმართა.
ნახვა »
30/ივნისი/2017
11 სურათი
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ტურიზმის სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ცინცაძემ მოაწერეს. ღონისძიებას თსუ სტუდენტები და პროფესორები დაესწრნენ. ხელშეკრულების თანახმად, მხარეები დაგეგმავენ და განახორციელებენ ერთობლივ ღონისძიებებს; კონკრეტული ღონიძიებისა და პროექტების რეალიზებისთვის გამოიყენებენ არსებულ რესურსებს.
ნახვა »
30/ივნისი/2017
7 სურათი
საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი საერთაშორისო თანამშრომლობას აძლიერებს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ბიბლიოთეკას მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრმა და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნომ სახელმძღვანელოები გადასცა. სულ ბიბლიოთეკას 60 სახელმძღვანელო გადაეცა. აღნიშნული ლიტერატურა ხელს შეუწყობს სხვადასხვა დისციპლინის სტუდენტების უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებას, ასევე, მრავალმხრვი კვლევითი საქმიანობის შესაძლებლობას მიგრაციის გლობალურ ფენომენთან დაკავშირებით.
ნახვა »
29/ივნისი/2017
12 სურათი
C ჰეპატიტის სკრინინგი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაერთო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ კამპანიაში ,,განიკურნე’’. თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის სკრინინგზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი აქცია გამართეს. მობილურ ლაბორატორიაში ყველა მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა უფასოდ ჩაეტარებინა C ჰეპატიტის სკრინინგი (სწრაფი ტესტი).
ნახვა »
29/ივნისი/2017
9 სურათი
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და "თიბისი ბანკს" შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სს „თიბისი ბანკს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და სს „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს ისეთი საგანმანათლებლო პროექტების ერთობლივად შემუშავება და განხორციელება, როგორებიცაა:ქართული ენის განვითარება პროექტის #წერექართულად ფარგლებში; ელექტრონული წიგნის სახლის „საბას“ - ათასობით ელექტრონულ წიგნთან მარტივი და მუდმივი წვდომა; სტუდენტებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო ტრენინგებისა და დასაქმების პროგრამების განხორციელება; სპეციალურად უნივერსიტეტისთვის ონლაინ ბრენდ მაღაზიის შექმნა; უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მათივე მონაწილეობით აქტივობების ორგანიზება და ჩატარება; სხვადასხვა სახის ერთობლივი სოციალური პროექტების განხორციელება, რომლებიც ორიენტირებული იქნება ახალ თაობაზე.

ნახვა »
« 1 ... 156 157 158 159 160 ... 198 »