ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 155 156 157 158 159 ... 198 »
11/ივლისი/2017
10 სურათი
სტუდენტთა მესამე საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სტუდენტთა III სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის ფარგლებში იმუშავა სექციებმა: ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია და სოციალური მუშაობა, ინტერდისციპლინური კვლევები. კონფერენციაში გამარჯვებულ და მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ნახვა »
10/ივლისი/2017
9 სურათი
"სამხრეთ კავკასიის რეგიონის ტურიზმის მდგრადი განვითარების საკითხები"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს CaucasusT პროექტის („ტურიზმის მდგრადი განვითარება კავკასიაში:თანამშრომლობა რეგიონულ ტრანსდისციპლინურ კვლევაში") ფარგლებში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არად ბენკო სტუმრობდა. შეხვედრაზე ელჩმა გაიცნო პროექტის მონაწილეები და  გამოთქვა მზაობა პროექტის მხარდაჭერისათვის. CaucasusT პროექტი დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სამეცნიერო ფონდის მიერ (OEAD) “ეფიერის” პროექტის ფარგლებში.  პროექტში ჩართულია 3 პარტნიორი ქვეყანა: ავსტრია, საქართველო და სომხეთი. CaucaSusT პროექტის პარტნიორების მიზანს წარმოადგენს  ყურადღება გამახვილდეს ტურიზმის მდგრადი განვითარების გამოწვევებზე, ადგილობრივი საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობაზე. ასევე, ხელი შეუწყოს უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარებას ტრანსდისციპლინური სწავლების კუთხით.




ნახვა »
6/ივლისი/2017
19 სურათი
პროექტის "პარლამენტის იმიტირებული კომიტეტის სხდომების" დაჯილდოების ცერემონიალი
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში "ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ დაფინანსებული პროექტის "პარლამენტის იმიტირებული კომიტეტის სხდომების" გამარჯვებული გუნდების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. კონკურსის ფინალში  გაიმარჯვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გუნდმა, შემდეგი შემადგენლობით:ნანა ნადირაძე, ნანა უზნაძე, ნანა ბრეგვაძე, თეონა მაღრაძე.
ნახვა »
5/ივლისი/2017
28 სურათი
ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაცია თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მიხეილ ჩხენკელმა ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრაზე მიხეილ ჩხენკელმა, ირანის ისლამური რესპუბლიკის მეცნიერების, კვლევებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მოჰამედ ფარჰადიმ, არდაბილის კვლევითი უნივერსიტეტის, ურუმიის უნივერსიტეტის, თაბრიზის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ისაუბრეს განათლების სფეროში ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობაზე. კონკრეტულად, საუბარი შეეხო თსუ-სა და ირანულ უნივერსიტეტებს შორის სტუდენტებისა და პროფესურის გაცვლას. თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ირანისტიკის მიმართულების წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს უნივერსიტეტში ირანული (სპარსული) ენისა და კულტურის სწავლების, ირანულ უნივერსიტეტებთან ურთიერთობის ტრადიცია. შეხვედრაზე გამოიკვეთა რამდენიმე კონკრეტული თემა მომავალი ურთიერთობებისთვის.
ნახვა »
5/ივლისი/2017
9 სურათი
შეხვედრა უნგრელ სტუდენტებთან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი იმ უნგრელ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც თსუ-ში საზაფხულო კურსებს გაივლიან. შეხვედრას განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭელიძე და  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმარებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი კახა ხანდოლიშვილი ესწრებოდნენ. უნგრელი სტუდენტები პროგრამის „ისწავლე საქართველოში“ ფარგლებში განათლების საერთაშორისო ცენტრის კონკურსის გავლის შედეგად შეირჩნენ. საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, სტუდენტები ზაფხულის განმავლობაში თსუ-ში გაივლიან შემდეგ კურსებს: სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოლიტიკა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ;  საქართველოს მითოლოგია; საქართველოს ეთნოგრაფია.


ნახვა »
3/ივლისი/2017
16 სურათი
კავკასიის მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმი პოლიმერებსა და მოწინავე მასალებში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა „კავკასიის მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმი პოლიმერებსა და მოწინავე მასალებში“ (ICSP & AM5). ღონისძიებაში მონაწილეობენ მეცნიერები გერმანიიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, ირანიდან, ჩეხეთიდან, პორტუგალიიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან. სიმპოზიუმის მიზანია მეცნიერებმა ერთმანეთს გაუზიარონ პოლიმერული მასალების დარგში სამეცნიერო კვლევების მიღწევები.


ნახვა »
« 1 ... 155 156 157 158 159 ... 198 »