ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 153 154 155 156 157 ... 198 »
28/ივლისი/2017
9 სურათი
სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მრჩეველი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მრჩეველი ტეფიკ ნავარი ეწვია. მსოფლიო ფედერაციის მრჩეველმა სამედიცინო პროგრამების განმახორციელებელი უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებისთვის გამართა მოხსენება თუ როგორ ხდება სამედიცინო სკოლების საერთაშორისო აკრედიტაცია. შეხვედრას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე ესწრებოდნენ.
ნახვა »
28/ივლისი/2017
12 სურათი
თბილისის გენგეგმის განხილვა თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისის გენერალური გეგმის განხილვა გაიმართა. შეხვედრას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, მერიის, საკრებულოს, არასამთავრობო სექტორის და უნივერსიტეტის აკადემიური წრეების წარმომდგენლები ესწრებოდნენ. თბილისის გენერალური გეგმის პროექტის საბოლოო ვარიანტი, აგვისტოს დასასრულს იქნება მზად. მანამდე მიმდინარეობს დოკუმენტის საჯარო და დარგობრივი განხილვები. გენგეგმის პროექტი მოიცავს, როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლე და საშუალო ვადიან პროექტებს, რომლებიც 2030 წლამდე უნდა განხორციელდეს.
ნახვა »
25/ივლისი/2017
35 სურათი
კურსდამთავრებულთა გამოშვება-2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა 95-ე გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. წელს თსუ-ში ბაკალავრიატის საფეხური 3000-მდე სტუდენტმა დაამთავრა. თსუ პირველი კორპუსის ეზოში კურსდამთავრებულთა ცერემონიას თსუ ბაკალავრებთან ერთად, უნივერსიტეტის რექტორი გიორგი  შარვაშიძე, აკადემიური საბჭოს წევრები, ფაკულტეტების დეკანები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. საზეიმო ღონისძიებაზე ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს სწავლის დამთავრება მიულოცეს თსუ პროფესორებმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა. ღონისძიების დასასრულს კი მუსიკალურმა ჯგუფმა TSU Art-მა  კურსდამთავრებულებისთვის კონცერტი გამართა.
 

ნახვა »
20/ივლისი/2017
4 სურათი
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციას შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა  მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ასოციაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, მიიღონ კონსულტაცია და დახმარება ასოციაციის უფლებამოსილების ფარგლებში; სტუდენტებს დამოუკიდებელი და შემოქმედებითი მუშაობისთვის შეექმნებათ საჭირო პირობები; ექნებათ ხელშეწყობა სხვადასხვა პროექტებისა და კონფერენციების გამართვასა და ორგანიზებაში. ამასთან, უნივერსიტეტის მიერ მიწოდებული ტელე-პროდუქცია განთავსდება ასოციაციის წევრ და პარტნიორი ორგანიზაციების ტელეკომპანიებში.
ნახვა »
18/ივლისი/2017
10 სურათი
ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ექვს უმაღლეს სასწავლებელს შორის
განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ექვს უმაღლეს სასწავლებელს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომლის თანახმადაც განათლების საერთაშორისო ცენტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ილიას  სახელმწიფო  უნივერსიტეტი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ითანამშრომლებენ ქვეყნის აკადემიური სივრცისთვის საჭირო აკადემიური, სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალის მომზადებისა და საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მიზნით.
ნახვა »
17/ივლისი/2017
4 სურათი
"მე-8 ახალგაზრდა მკვლევართა შეხვედრა - 8th YRM"
იტალიის ქალაქ კალიარიაში ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია, "მე-8 ახალგაზრდა მკვლევართა შეხვედრა 8th YRM (young researchers meeting)", რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, ფიზიკის დეპარტამენტის სტუდენტებმა ცოტნე და ეკატერინე დადიანებმა. ეკატერინე დადიანის მოხსენების თემა იყო: "მომღერალი ფურცელი", ხოლო ცოტნე დადიანმა წარადგინა პოტერი თემაზე: "სინათლის ბეჭდები სითხის ვარდნილ სვეტში", რომელიც საუკეთესო პოსტერად დასახელდა. სტუდენტების კონფერენციაში მონაწილეობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დააფინანსა.
ნახვა »
« 1 ... 153 154 155 156 157 ... 198 »