ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 151 152 153 154 155 ... 198 »
17/სექტემბერი/2017
19 სურათი
"მედეა მსოფლიოს მხატვრულ კულტურაში"
ქართულ-ბერძნული დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს და თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის 20 წლისთავს მიეძღვნა სამდღიანი საერთაშორისო კონფერენცია "მედეა მსოფლიოს მხატვრულ კულტურაში, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში" გაიხსნა. კონფერენციაში 60-ზე მეტი მეცნიერი მონაწილეობდა ხუთი კონტინენტის 13 ქვეყნიდან. კონფერენციის პარალელურად ჩატარდა გამოფენები „ქართულ-ბერძნული დიპლომატიური ურთიერთობები“, „მედეა ქართულ მხატვრობაში“, ფოტოგამოფენა „მედეა ქართულ სცენაზე“, ასევე 20 წლის განმავლობაში კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის  მიმართულებით გამოცემული წიგნების ექსპოზიცია.


ნახვა »
15/სექტემბერი/2017
18 სურათი
მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვება 2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის 2017 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. თსუ მაგისტრატურა წელს 1000-მდე სტუდენტმა დაამთავრა. ცერემონიას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, აკადემიური საბჭოს წევრები, ფაკულტეტების დეკანები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. საზეიმო ღონისძიებაზე სტუდენტური ჰიმნის „გაუდიამუსის“ ორიგინალური ვერსია „TSU Art“-მა და ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა „უნივერსიტეტმა“ წარმოადგინეს.
ნახვა »
14/სექტემბერი/2017
8 სურათი
გაიმართა პროფესორ ლევან ალექსიძის საპატივცემულოდ მოწვეული საერთაშორისო სიმპოზიუმი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის, ლონდონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა სკოლისა (LSE) და მელბურნის უნივერსიტეტის თანამშრომლობით, პროფესორ ლევან ალექსიძისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართა. ღონისძიებით  გაიხსნა თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის 2017-2018 სასწავლო წლის საჯარო ლექციების წყება. ასევე, ეს პირველია ღონისძიებათა ციკლში, რომელიც „ცივი ომის“ დროინდელ საერთაშორისო სამართალს ეძღვნება და თსუ-სთან ერთად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მწერალთა სახლი მასპინძლობს.



ნახვა »
13/სექტემბერი/2017
5 სურათი
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და კობეს უნივერსიტეტს (იაპონია) შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს კობეს უნივერსიტეტის დელეგაცია სტუმრობდა. დელაგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ კობეს უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი ინოე ნორიუკი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მასუმოტო ჰიროკო და პროფესორი ვალერი გრეჩკო. ვიზიტის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კობეს უნივერსიტეტს (იაპონია) შორის მემორანდუმი გაფორმდა და დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და კობეს უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ინოე ნორიუკიმ  მოაწერეს.




ნახვა »
12/სექტემბერი/2017
7 სურათი
მარიამ ლორთქიფანიძის 95 წლის იუბილე
საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლეში აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის” რედაქტორის ნინო კაკულიას დოკუმენტური ფილმის -„ისტორიამ რა ჰქმნა“ და სულხან მელაძის ფილმის „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ ჩვენება მოეწყო.
ნახვა »
12/სექტემბერი/2017
18 სურათი
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონიალი
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონიალი გამართა. ღონისძიებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცეპრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს დეკანი კენ უოლში, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის რეგიონული ვიცეპრეზიდენტი ფატიმა სუმარი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. სპეციალურად ცერემონიისთვის საქართველოს ეწვია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, დოქტორი ჩუკუკა ენვემეკა და პროფესორების დელეგაცია. 2017 წელს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებზე საქართველოში 200-ზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა. აქედან, 120-მა თსუ აირჩია, მათ შორისაა 10 საერთაშორისო სტუდენტი.






ნახვა »
« 1 ... 151 152 153 154 155 ... 198 »