ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 152 153 154 155 156 ... 198 »
11/სექტემბერი/2017
35 სურათი
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორატორიები თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისისი სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მიხეილ ჩხენკელმა, თსუ კანცლერმა ნუნუ ოვსიანიკოვამ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, დოქტორმა ჩუკუკა ენვემეკამ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს დეკანმა კენ უოლშმა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის რეგიონულმა ვიცეპრეზიდენტმა ფატიმა სუმარიმ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე გარემონტებული და აღჭურვილი  აუდიტორიები და ლაბორატორიები დაათვალიერეს.
ნახვა »
11/სექტემბერი/2017
9 სურათი
საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ინტერკულტურული მენეჯმენტის კომპეტენციები“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ინტერკულტურული მენეჯმენტის კომპეტენციები“ გაიხსნა. საზაფხულო სკოლაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და კობლენცის (გერმანია) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები მონაწილეობენ. საზაფხულო სკოლა თსუ რექტორის მოადგილემ მიხეილ ჩხენკელმა, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ და მენეჯმენტის კათედრის ხელმძღვანელმა,  პროფესორმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გახსნეს. საზაფხულო სკოლის ორგანიზატორები არიან თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი და კობლენცის (გერმანია) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი.
ნახვა »
21/აგვისტო/2017
12 სურათი
სტუდენტური სამეცნიერო პროექტი
თსუ სტუდენტური სამეცნიერო პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს გადაწყვეტილებით დაფინანსდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრ „იდეა“-ს მიერ წარმოდგენილი სამეცნიერო პროექტი - I საერთაშორისო სტუდენტური საზაფხულო სამეცნიერო-პრაქტიკული სკოლა „საქართველო-ისრაელის ურთიერთობები - ახალი ტექნოლოგიების მართვა ურბანულ და აგრარულ სექტორებში“  (საქართველო, ბათუმი, გონიო. 2-9 აგვისტო, 2017).

პროექტი ეძღვნება საქართველოსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს.

საზაფხულო სკოლის მუშაობაში სტუმრის და მომხსენებლის რანგში მონაწილეობა მიიღო 40-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთა შორის არიან ისრაელის ელჩი საქართველოში შაბთაი ცური, თბილისის მერი დავით ნარმანია, ბათუმის მერის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე, თსუ-სა და ბსუ-ს უნივერსიტეტების პროფესორები, სტუდენტები, მეცნიერები, სპეციალისტები და ბიზნესმენები საქართველოდან და ისრაელიდან.

ნახვა »
18/აგვისტო/2017
19 სურათი
თსუ სტუდენტების შეხვედრა კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრებთან
ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის (ევრობასკეტის) დაწყების წინ საქართველოს კალათბურელთა ეროვნული ნაკრების წევრები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს  შეხვდნენ. შეხვედრას თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი და  კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

თსუ სტუდენტებთან შეხვედრა ევრობასკეტისთვის მოსამზადებელი ვარჯიშის შემდეგ სპორტის სასახლეში გაიმართა და კითხვა-პასუხის რეჯიმში წარიმართა.  სტუდენტების კითხვებზე პასუხები კალათბურთელებთან ერთად, ნაკრების სამწვრთნელო შტაბმაც გასცა.
ნახვა »
9/აგვისტო/2017
9 სურათი
თანამშრომლობის მემორანდუმები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და კიდევ ოთხ ქართულ უნივერსიტეტსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, კავკასიის უნივერსიტეტის, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა  და ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ მოაწერეს.

ხელშეკრულების მიზანია საერთაშორისო ექსპერტების მიერ სამართლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განმავითარებელი შეფასება და ამ პროგრამების დარგობრივი მახასიათებლების გაუმჯობესების ხელშეწყობა.

ნახვა »
1/აგვისტო/2017
10 სურათი
„შაჰრიარის როლი ლიტერატურული და კულტურული კავშირების გაღრმავებაში“
1 აგვისტოს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო ლიტერატურული კონფერენცია „შაჰრიარის როლი ლიტერატურული და კულტურული კავშირების გაღრმავებაში“. ღონისძიების დაწყებამდე თსუ რექტორს გიორგი შარვაშიძესა და თავრიზის უნივერსიტეტის რექტორს  ფურ მოჰამადს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც უნივერსიტეტებს შორის არსებულ და სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრეს.

კონფერენცია მიეძღვნა აზერბაიჯანული წარმოშობის ირანელი პოეტის  სეიდ მუჰამმად შაჰრიარის 110 წლისთავს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა შაჰრიარის წიგნის  „სალამი ჰეიდარბაბას“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს  თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, აზერბაიჯანის, ირანის, თურქეთის საელჩოს,  თავრიზის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, საქართველოს აზერბაიჯანელთა უხუცესთა საბჭოს წევრებმა, თსუ ირანისტიკის კათედრის წარმომადგენლებმა.

კონფერენციაზე თსუ სტუდენტებმა წაიკითხეს ლექსები და ამონარიდები პოემიდან.
ნახვა »
« 1 ... 152 153 154 155 156 ... 198 »