ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 150 151 152 153 154 ... 198 »
22/სექტემბერი/2017
20 სურათი
Welcome Party - თსუ სტუდენტებისთვის
თსუ სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა კურსის სტუდენტისთვის ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით Welcome Party გაიმართა. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს:LINE UP, GOOFYLAND,DJ SET, KVACHI & GUKA B2B, A2KA, UCHA


ნახვა »
22/სექტემბერი/2017
14 სურათი
საერთაშორისო საბიბლიოთეკო კონსორციუმის (EIFL) გენერალური ასამბლეა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საერთაშორისო საბიბლიოთეკო კონსორციუმის EIFL.net (Electronic Information for Libraries) გენერალურ ასამბლეას უმასპინძლა, რომელსაც  თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი, ქართველი და უცხოელი ექსპერტები, სამეცნიერო ბიბლიოთეკების ხელმძღვანელები, მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო გამომცემლობების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან თსუ, საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა.
   

ნახვა »
20/სექტემბერი/2017
19 სურათი
საერთაშორისო კონფერენცია “ჰუმბოლდტ-კოლეგ”
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია “ჰუმბოლდტ-კოლეგ” (Humboldt-Kolleg) გაიხსნა, რომელიც სამი დღის განმავლობაში ჰუმბლოდტის ფონდის სტიპენდიატებს და ჰუმბოლდტის კვლევითი პრემიის ლაურეატებს შეკრებს 12 ქვეყნიდან. საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან და 2017 წლის გერმანია-საქართველოს წლად გამოცხადებასთან დაკავშირებით  წელს კონფერენციას საქართველო მასპინძლობს. კონფერენციის თემაა “გერმანულ-ქართული შეხვედრის ადგილები მე-20 საუკუნის ლიტერატურასა და კულტურაში”.
ნახვა »
19/სექტემბერი/2017
17 სურათი
ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის დელეგაციის ვიზიტი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, თსუ რექტორის მოადგილემ მიხეილ ჩხენკელმა, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნუნუ ოვსიანიკოვამ ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის დელეგაციას უმასპინძლეს, რომელსაც აკადემიის პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე მხარეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩინეთის სწავლებათა ცენტრის დაარსებასთან დაკავშირებით ისაუბრეს, დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
ნახვა »
18/სექტემბერი/2017
23 სურათი
ახალი სასწავლო წელი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივრსიტეტში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით პირველკურსელების მიღების საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. სწავლის  დაწყება სტუდენტებს თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, რექტორის მოადგილემ მიხეილ ჩხენკელმა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნუნუ ოვსიანიკოვამ მიულოცეს.  ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით კომპანია „ჯეოსელმა“ თსუ-ს სტუდენტებისთვის ჯგუფ „არას“ კონცერტი გამართა.
ნახვა »
18/სექტემბერი/2017
8 სურათი
პროფესორ გეილ ვაიტფორდის საჯარო ლექცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ მედიცინის ფაკულტეტის ოკუპაციური თერაპიის მიმართულების ორგანიზებით პროფესორ გეილ ვაიტფორდის საჯარო ლექცია "თანამონაწილეობის გაზრდა არახელსაყრელ მდგომარეობაში მყოფი სტუდენტებისათვის" გაიმართა. პროფესორი გეილ  ვაიტფორდი ოკუპაციურ თერაპიასა და ოკუპაციურ მეცნიერებაში წამყვანი მკვლევარია, დაჯილდოებულია საერთაშორისო პრემიებით.
ნახვა »
« 1 ... 150 151 152 153 154 ... 198 »