ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 149 150 151 152 153 ... 198 »
25/სექტემბერი/2017
11 სურათი
„ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა აქტუალური პრობლემები“
თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია „ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა აქტუალური პრობლემები - 2017“ გამართა. კონფერენცია თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი საერთაშორისო, ორენოვანი, ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის  “თსუ ფსიქოლოგია“ დაარსებას მიეძღვნა.

ნახვა »
25/სექტემბერი/2017
10 სურათი
„ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომების“ პრეზენტაცია
თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში პერიოდული სამეცნიერო კრებულის „ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომების“ XIV-XV ტომის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე კრებულის მთავარმა რედაქტორმა, სარედაქციო კოლეგიის წევრებმა და ავტორებმა მიმოიხილეს კრებულში დაბეჭდილი სამეცნიერო ნაშრომები და ამ ნაშრომებში ასახული ძირითადი სამეცნიერო სიახლეები გააცნეს აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, ახალგაზრდა მკვლევრებს, დაინტერესებულ საზოგადოებას.

ნახვა »
25/სექტემბერი/2017
6 სურათი
„არ დაკარგულა“ - გერმანული წიგნების სატიტულო ფურცლების გამოფენა
„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის" ფარგლებში ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში „არ დაკარგულა“- გერმანული წიგნების სატიტულო ფურცლების გამოფენა გაიხსნა. ღონისძიება საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავს მიეძღვნა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ბიბლიოთეკის საცავებში აღმოჩნდა გერმანიის ბიბლიოთეკების 100 000 წიგნი სხვადასხვა ენაზე. 1997 წელს ერთობლივი პროექტის შედეგად მოხდა ამ წიგნების თავდაპირველი მფლობელისთვის დაბრუნება. ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას დარჩა მხოლოდ წიგნების სატიტულო ფურცლების ქსეროასლები.

ნახვა »
25/სექტემბერი/2017
9 სურათი
საერთაშორისო სკოლა და სამეცნიერო კონფერენცია „ფიზიკა სტანდარტულ მოდელში და მის მიღმა“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-5 ყოველწლიური საერთაშორისო სკოლა და სამეცნიერო კონფერენცია „ფიზიკა სტანდარტულ მოდელში და მის მიღმა“ გაიხსნა. რეგიონის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, უკრაინა და ირანი) დოქტორანტებისა და მაგისტრებისათვის საშემოდგომო სკოლის ფარგლებში სტუდენტებს ლექციებს წაუკითხავენ ამ დარგის მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები. კონფერენციის გახსნას თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ღონისძიების ორგანიზატორები არიან თსუ, ბონისა და ზიგენის უნივერსიტეტები, ასევე ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლებიც თეორიულ ფიზიკაში რეგიონულ საგანმანათლებლო ქსელში არიან გაერთიანებულნი (ფოლკსვაგენის საქველმოქმედო ფონდის გრანტი #Az 86 260).
ნახვა »
25/სექტემბერი/2017
8 სურათი
პროფესორ ალექსანდრე გამყრელიძის საჯარო ლექცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში პროფესორმა ალექსანდრე გამყრელიძემ საჯარო ლექცია “მატრიცის სპექტრალური ფაქტორიზაციის ახალი ეფექტური ალგორითმი და მისი გამოყენებები მონაცემთა შეკუმშვაში, სატელიტურ კავშირებში და რადარებში” გამართა.

ნახვა »
24/სექტემბერი/2017
34 სურათი
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017
მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017-ის გახსნაში რიყის პარკში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აქტიური მონაწილეობა მიიღო. თსუ-ს პროფესორებმა და სტუდენტებმა ინოვაციური პროექტები წარმოადგინეს, სახალისო ექსპერიმენტები ჩაატარეს და ვიქტორინები გამართეს. გახსნის ცერემონიალს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, სამეცნიერო წრეების, სასწავლო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლები დაესწრნენ.



ნახვა »
« 1 ... 149 150 151 152 153 ... 198 »