ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 136 137 138 139 140 ... 198 »
1/ნოემბერი/2017
17 სურათი
საერთაშორისო სემინარი - კონფლიქტები საქართველოში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სემინარი გაიმართა. ღონისძიების თემა ცხინვალის რეგიონში ე.წ. მცოცავი საზღვრების პრობლემას მიეძღვნა. სემინარში მონაწილეობა თსუ რექტორის მოადგილემ მიხეილ ჩხენკელმა, პროფესორმა ალექსანდრე კუხიანიძემ, თსუ-ს, აგრეთვე მალმოს უნივერსიტეტის (შვედეთი) და ფლინდერსის უნივერსიტეტის (სამხრეთ ავსტრალია) სტუდენტებმა და პროფესორებმა მიიღეს. სემინარი ორგანიზებულია თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, მალმოს და ფლინდერსის უნივერსიტეტების მიერ.
ნახვა »
30/ოქტომბერი/2017
5 სურათი
გერმანიის პარლამენტის საერთაშორისო სტიპენდიის საინფორმაციო შეხვედრა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის პარლამენტისა და ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა. გერმანიის პარლამენტის წევრმა და ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა გამართეს საინფორმაციო შეხვედრა ბუნდესტაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის შესახებ. გერმანიის ბუნდესტაგი ბერლინის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში მაღალი კვალიფიკაციის მქონე და პოლიტიკური საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს 41 სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველწლიურად აძლევს შესაძლებლობას 5 თვის განმავლობაში იმუშაონ ბუნდესტაგის დეპუტატთა ბიუროებში, ბერლინის სამ სხვადასხვა უნივერსიტეტში დაესწრონ მათთვის სასურველ სემინარს და მონაწილეობა მიიღონ სხვა კულტურულ თუ შემეცნებით აქტივობებში.  


ნახვა »
30/ოქტომბერი/2017
40 სურათი
შემოდგომის ლეგენდა 2017 - იმპროვიზაციული ტური კახეთში
ბაკურციხეში სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა 2017“ იმპროვიზაციული ტური ჩატარდა. კონკურსის 10-მა ფინალისტმა ჟიურის მიერ შერჩეულ თემაზე "სხვისი ავტობიოგრაფია" 12 საათის განმავლობაში ახალი ნაშრომები შექმნეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია ჯეოსელის ერთობლივი პროექტი - სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი მეცხრედ ჩატარდა. წელს ლეგენდის ფინალურ ტურს ბაკურციხეში მდებარე ევროპული სტილის კომპლექსმა,  სარაჯიშვილების საგვარეულო მამულმა - „მაროშენი“ უმასპინძლა.

ნახვა »
27/ოქტომბერი/2017
6 სურათი
იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია და პრემია ქართველოლოგიის დარგში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მიზანია ქართველოლოგიური დარგების განვითარების ხელშეწყობა. ღონისძიებაზე თსუ რექტორის მოადგილემ მიხეილ ჩხენკელმა იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემია ქართველოლოგიის დარგში გადასცა თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ თანამშრომელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს იზოლდა ჩანტლაძეს.


ნახვა »
27/ოქტომბერი/2017
6 სურათი
გერმანელი ფსიქოანალიტიკოსის ჰორსტ კეხელეს საჯარო ლექცია თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილმა გერმანელმა ფსიქოანალიტიკოსმა, პროფესორმა ჰორსტ კეხელემ საჯარო ლექცია "სიბრძნის სამი სვეტი" წაიკითხა. ლექცია ფსიქოანალიზის თეორიასა და პრაქტიკასთნ დაკავშირებულ საკითხებს მიეძღვნა. ღონისძიებაზე პროფესორ  ჰორსტ კეხელეს ფსიქოანალიტიკური სახელმძღვანელოს ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის რედაქტორია ფსიქოანალიტიკოსი და ფსიქოთერაპევტი, საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის წევრი ხათუნა ივანიშვილი.





ნახვა »
25/ოქტომბერი/2017
14 სურათი
„მიგრაციის სწავლების წახალისება უმაღლეს განათლებაში“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის: „მიგრაციის სწავლების წახალისება უმაღლეს განათლებაში“ ფარგლებში ორდღიანი კონსორციუმი გაიხსნა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები ავღანური უნივერსიტეტებისათვის გამოცდილების გაზიარებისა და რეგიონთაშორის დონეზე აკადემიური თანამშრომლობის გარღმავების მიმართულებით.
ნახვა »
« 1 ... 136 137 138 139 140 ... 198 »