ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 134 135 136 137 138 ... 198 »
14/ნოემბერი/2017
10 სურათი
ვორქშოფი აკადემიურ წერაში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიის, საქართველოს და სომხეთის დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის გაიმართა გაერთიანებული სამუშაო სემინარი აკადემიურ წერაში. ვორქშოფი თსუ იურიდიულმა ფაკულტეტმა Volkswagen-ის ფონდის დაფინანსებითა და გერმანიის თუბინგენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გამართა. პროექტის მიზანია დაეხმაროს დოქტორანტურის სტუდენტებს განივითარონ უნარ-ჩვევები აკადემიური წერის, ან სხვა ისეთი აკადემიურად მნიშვნელოვანი კვლევითი ტექნიკის დაუფლების მიმართულებით, რაც აუცილებელია სადოქტორო ნაშრომის წარმატებით შესრულებისათვის. 


ნახვა »
12/ნოემბერი/2017
4 სურათი
დიპლომატის დღესთან დაკავშირებით თსუ-ში ღია კარის დღე გაიმართა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დიპლომატის დღის აღსანიშნავად საგარეო საქმეთა სამინისტროს ინტერაქციულ შეხვედრას „ერთი დღე ქართველ დიპლომატთან“ უმასპინძლა. ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მოწვეულ სტუმრებს და სტუდენტებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებები და უწყების საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო. შეხვედრის მონაწილეებს ქართული დიპლომატიის დღე თსუ რექტორის მოადგილემ მიხეილ ჩხენკელმა  მიულოცა.
ნახვა »
6/ნოემბერი/2017
7 სურათი
კიევის ვადიმ ჰეტმანის სახელობის ეკონომიკის ეროვნული უნივერსიტეტის დელეგაცია თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს კიევის ვადიმ ჰეტმანის სახელობის  ეკონომიკის ეროვნული უნივერსიტეტის დელეგაცია ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა მემორანდუმი თსუ-სა და კიევის ეკონომიკის ეროვნულ უნივერსიტეტს შორის. მემორანდუმს ხელი რექტორებმა: გიორგი შარვაშიძემ და დმიტრო ლუკიანენკომ მოაწერეს. პროფესორმა დმიტრო ლუკიანენკომ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა.
ნახვა »
6/ნოემბერი/2017
9 სურათი
პროფესორ იცჰაკ მასტაის საჯარო ლექცია თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბარ-ილანის უნივერსიტეტის (ისრაელი) ქიმიის დეპარტამენტის ნანოტექნოლოგიების ინსტიტუტის პროფესორის იცჰაკ მასტაის საჯარო ლექცია "სილიკაგელსა და ნახშირბადზე დაფუძნებული ქირალური მეზოფორული მასალები:სინთეზი, დახასიათება და გამოყენება" გაიმართა.
ნახვა »
6/ნოემბერი/2017
15 სურათი
შეხვედრა ლევან ბერძენიშვილთან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპანია "ჯეოსელის" სტუდენტური პროექცის VICI-ის ორგანიზებით გაიმართა ლევან ბერძენიშვილთან შეხვედრა, თემით ''დოსტოევსკის ოთხეული'' - „ძმები კარამაზოვები“; „იდიოტი“; „დანაშაული და სასჯელი“; „ეშმაკნი“.
ნახვა »
4/ნოემბერი/2017
10 სურათი
მასწავლებელთა VI საუნივერსიტეტო კონფერენცია „უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებელთა VI საუნივერსიტეტო კონფერენცია „უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს“ გაიხსნა. ღონისძიება ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.


ნახვა »
« 1 ... 134 135 136 137 138 ... 198 »