ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

გალერეა

« 1 ... 137 138 139 140 141 ... 164 »
4/მაისი/2017
8 სურათი
პორტუგალიური ენის საერთაშორისო დღე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პორტუგალიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კულტურული ღონისძიებები გამართა. პორტუგალიური ენის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია ლუზოფონიის სხვადასხვა ასპექტებზე. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კარლოს ალბერტო ლოპეს ასფორა, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. პორტუგალიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართულ საღამოზე, პორტუგალიური და ბრაზილიური ლიტერატურული ტექსტების ქართულ ენაზე თარგმანის კითხვა მოეწყო, ასევე, ბრაზილიის ელჩის მეუღლემ შეასრულა ბრაზილიელ და პორტუგალიელ კოპმოზიტორთა ნაწარმოები.

ნახვა »
4/მაისი/2017
9 სურათი
ქრისტინე ფაღავა ბულეზის წიგნის „ერთი უჩვეულო ოჯახი“ წარდგენა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნოე ჟორდანიას შვილიშვილის, ქრისტინე ფაღავა ბულეზის მოგონებების წიგნის „ერთი უჩვეულო ოჯახი“ წარდგენა გაიმართა. წიგნს დართული აქვს 1801-1953 წლების ისტორიულ მოვლენათა ქრონოლოგიური ნუსხა.



ნახვა »
3/მაისი/2017
7 სურათი
სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი "პოსტსიმართლის ეპოქა" და ჟურნალისტიკა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტმა მსოფლიო თავისუფალი პრესის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი გამართა. ღონისძიება ჟურნალისტიკის რესურს-ცენტრთან (JRC) პარტნიორობით, თსუ მულტიმედია ცენტრისა და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა.
ნახვა »
3/მაისი/2017
12 სურათი
პროფესორ ტორალფ ჰასვოლდის ლექცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტუდენტებისათვის
ნორვეგიის განათლების სფეროში საერთაშორისო კოოპერაციის ცენტრის (SIU) მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველო - ნორვეგიის თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში’’ ფარგლებში ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტის/ტრომსოს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტმა, პროფესორმა ტორალფ ჰასვოლდმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში პროექტში ჩართული უნივერსიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისათვის წაიკითხა ლექცია “Rural Health - The National Centre of Rural Health in Tromsø”.  ლექციას დაესწრნენ თსუ მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაციის,  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელები.
 
ნახვა »
2/მაისი/2017
6 სურათი
პროექტის „დებატების ახალგაზრდული კლუბების ქსელი საქართველოში“ პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „დებატების ახალგაზრდული კლუბების ქსელი საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ხორციელდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ინიციატივით, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის  მხარდაჭერით. ღონისძიებას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და პროექტით დაინტერესებული სტუდენტები, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის წარმომადგენლები დაესწრნენ და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
ნახვა »
2/მაისი/2017
5 სურათი
საჯარო ლექცია-„სოციალურ-ემოციური სფეროს და თვითრეგულაციის უნარების განვითარების მნიშვნელობა ადრეულ ასაკში“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნეიროფსიქოლოგმა, პროფესორმა, თამარ გაგოშიძემ საჯარო ლექცია „სოციალურ-ემოციური სფეროს და თვითრეგულაციის უნარების განვითარების მნიშვნელობა ადრეულ ასაკში“ გამართა. საჯარო ლექცია შეეხო ბავშვის ადრეულ განვითარებაში ემოციურ-სოციალური სფეროს განვითარების როლს. ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციისა და ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭრით გაიმართა.
ნახვა »
« 1 ... 137 138 139 140 141 ... 164 »