ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 138 139 140 141 142 ... 198 »
19/ოქტომბერი/2017
6 სურათი
მემორანდუმი თსუ-სა და ტექნოლოგიურ ინსტიტუტს შორის
თსუ და ტექნოლოგიური ინსტიტუტი განათლებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგში ითანამშრომლებენ და ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს განახორციელებენ. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ტექნოლოგიური ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თეიმურაზ ლომთაძემ მოაწერეს.

ნახვა »
18/ოქტომბერი/2017
14 სურათი
მემორანდუმი თსუ-სა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა მოაწერეს.
ნახვა »
18/ოქტომბერი/2017
5 სურათი
პროფესორ ვოლფგანგ აიხვედეს საჯარო ლექცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორმა ვოლფგანგ აიხვედემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „როგორ ასახავს გერმანია თავის წარსულს“.
ნახვა »
18/ოქტომბერი/2017
9 სურათი
საერთაშორისო კონფერენცია „წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული კვლევები“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილების, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან არსებული საქართველოს ისტორიის წყაროების კომისიის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია „წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული კვლევები“ გაიმართა.
ნახვა »
17/ოქტომბერი/2017
12 სურათი
გამოფენა-აღმოაჩინე ჭიათურა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ძეგლების გეოეკოლოგიური კვლევა“ ფარგლებში გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე "აღმოაჩინე ჭიათურა" წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის ამსახველი ფოტომასალა.
ნახვა »
16/ოქტომბერი/2017
9 სურათი
,,საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარე საკითხები: ევროპული გზა"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ისტორიის კურსის ფარგლებში, ევროპულ და ევრაოტლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ წაიკითხა ლექცია თემაზე:,,საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარე საკითხები: ევროპული გზა".
ნახვა »
« 1 ... 138 139 140 141 142 ... 198 »