ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 135 136 137 138 139 ... 198 »
3/ნოემბერი/2017
12 სურათი
საერთაშორისო ვორქშოფი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, მალმოს უნივერსიტეტისა (შვედეთი) და ფლინდერსის უნივერსიტეტის (სამხრეთ ავსტრალია) ორგანიზებით ჩატარდა ერთობლივი საერთაშორისო ვორქშოფი თემაზე:"საქართველოს კონფლიქტი სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში".
ნახვა »
3/ნოემბერი/2017
5 სურათი
წიგნის - „პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება და სახელმწიფოს ვალდებულებები“ პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის „ პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება და სახელმწიფოს ვალდებულებები“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი გამოიცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მიერ. წიგნის ავტორია თსუ-ის პროფესორი კონსტანტინე კორკელია და სამართლის ექსპერტი, ბესარიონ ბოხაშვილი.



ნახვა »
3/ნოემბერი/2017
11 სურათი
“გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში”
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში” გაიმართა. კონფერენციაზე, რომელიც თსუ 100 წლის იუბილეს მიეძღვნა, წარმოდგენილი იყო მსოფლიოს 7 სახელმწიფოს 140-მდე ნაშრომი და სამეცნიერო სტატია.

ნახვა »
3/ნოემბერი/2017
6 სურათი
მაია ბარათაშვილისა და თბილისის ბიგ ბენდის საღამო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით მაია ბარათაშვილისა და თბილისის ბიგ ბენდის საღამო გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს:გიორგი სუხიტაშვილმა, მარიკო ებრალიძემ, ნინი გველესიანმა, ნესტან ჯიბლაძემ, ზაურ შავგულიძემ, ვასილ დოლიძემ.

ნახვა »
2/ნოემბერი/2017
22 სურათი
საერთაშორისო ღონისძიება „საქართველო საერთაშორისო სამართლის ჭრილში“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამდღიანი საერთაშორისო ღონისძიება „საქართველო საერთაშორისო სამართლის ჭრილში“ გაიხსნა, რომელიც თსუ-სა და გრონინგენის უნივერსიტეტის (ნიდერლანდები) თანამშრომლობით ტარდება.დელეგაციის შემადგენლობაში შედიან იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი მარსელ ბრუსი და ამავე დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი.


ნახვა »
2/ნოემბერი/2017
7 სურათი
შეხვედრა ქართველი ემიგრანტის შთამომავალთან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემიგრაციის მუზეუმში ქართული პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენელთან ნათელა ნიკოლაძე-ვილკურთან შეხვედრა გაიმართა.ნათელა ნიკოლაძე ვილკური პარიზში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ცნობილი ექიმისა და საზოგადო მოღვაწის ვახტანგ ღამბაშიძის შთამომავალია. ღონისძიების მონაწილეები დავით და ვახტანგ ღამბაშიძეების მიერ დაარსებული სანატორიუმ ”პატარა ცემის” შთაბეჭდილებათა წიგნს და ღამბაშიძეების საოჯახო ფოტოებს გაეცნენ.


ნახვა »
« 1 ... 135 136 137 138 139 ... 198 »