ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 133 134 135 136 137 ... 198 »
17/ნოემბერი/2017
11 სურათი
წიგნის „როგორ დავწეროთ ისტორია. შესავალი დისციპლინის ისტორიასა და პრაქტიკაში“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით წიგნის „როგორ დავწეროთ ისტორია. შესავალი დისციპლინის ისტორიასა და პრაქტიკაში“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასწავლებლებისთვის გამიზნულ სახელმძღვანელოს, რომელიც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს დადგენილების საფუძველზე მთარგმნელობითი გრანტის ფარგლებში შეასრულა პროფესორმა მარიამ ჩხარტიშვილმა მის ორ დოქტორანტთან - სოფიო ქადაგიშვილთან და ზურაბ თარგამაძესთან ერთად. 
ნახვა »
16/ნოემბერი/2017
9 სურათი
რეგიონული სამეცნიერო კონფერენცია: ,,ფილოსოფია და თანამედროვეობა"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტმა იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი რეგიონული სამეცნიერო კონფერენცია: ,,ფილოსოფია და თანამედროვეობა’’ გამართა. კონფერენცია ქართველი ფილოსოფოსის, მოსე გოგობერიძის დაბადებიდან 120 წლისთავს მიეძღვნა.
ნახვა »
16/ნოემბერი/2017
7 სურათი
მემორანდუმი თსუ-სა და ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობას შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ია თიკანაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მხარეთა ურთიერთთანამშრომლობა მოიცავს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ერთობლივი პროექტების მომზადებას.
ნახვა »
15/ნოემბერი/2017
9 სურათი
კონფერენცია "ნარკოტიკული დანაშაულის აქტუალური საკითხები"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველ სისხლის სამართლის პროფესორ-მასწავლებელთა გაერთიანების პირველი კონფერენცია "ნარკოტიკული დანაშაულის აქტუალური საკითხები" გაიმართება. სისხლის სამართლის პროფესორ-მასწავლებელთა გაერთიანება 2017 წელს თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე სამართლის დოქტორ ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხის ინიციატივით დაფუძნდა.
ნახვა »
15/ნოემბერი/2017
6 სურათი
„შავი ზღვის გარემოსდაცვითი მონიტორინგი“
თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ნორჩ გეოგრაფთა სკოლაში „Emblas”-ის პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისათვის დოქტორ ნინო მაჩიტაძის ლექცია: „შავი ზღვის გარემოსდაცვითი მონიტორინგი“ გაიმართა. ცოდნა ზღვის შესახებ, გარემოს მუდმივი მონიტორინგი, ახალი მონაცემების მოპოვება, მათი თანამედროვე მეთოდებით ფორმატიზება და დამუშავება - აღნიშნულ საკითხებზე შავი ზღვის კვლევებში აქტიურ მონაწილეობას იღებს თსუ ფიზიკური გეოგრაფიის მიმართულება. არსებული მონაცემების, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოსწავლეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.




ნახვა »
« 1 ... 133 134 135 136 137 ... 198 »