ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 132 133 134 135 136 ... 198 »
20/ნოემბერი/2017
17 სურათი
ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიხსნა ახალგაზრდა მეცნიერთა პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. სიმპოზიუმის ფარგლებში თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გამოფენა "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნება და მის მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯები" გაიმართა. 

ნახვა »
20/ნოემბერი/2017
12 სურათი
ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორის ტონ ლიფაარდის საჯარო ლექცია თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორმა ტონ ლიფაარდმა საჯარო ლექცია „თავისუფლებააღკვეთილი ბავშვები: ბავშვთა საერთაშორისო უფლებები და ლოკალური გამოწვევები“ წაიკითხა. ლექცია კლევერინგას შეხვედრების ფარგლებში გაიმართა, რომელიც ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორის რუდოლფ კლევერინგას ცნობილი საპროტესტო გამოსვლის შემდეგ ყოველწლიურად იმართება. 
ნახვა »
20/ნოემბერი/2017
10 სურათი
წიგნის „აღიარება ხელისგულზე“ პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტის თათული ღვინიანიძის წიგნის „აღიარება ხელისგულზე“ პრეზენტაცია გაიმართა. რომანმა გაიმარჯვა გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ლიტერატურულ კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი“. წიგნში საუბარია სტუდენტების ცხოვრებაზე.
ნახვა »
18/ნოემბერი/2017
7 სურათი
დასაქმების ფორუმი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში გამართულ დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა. თსუ ფორუმზე წარმოდგენილი იყო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულების გასაცნობად და მათთან პოტენციური თანამშრომლობის განსახილველად.


ნახვა »
17/ნოემბერი/2017
21 სურათი
კონკურენციის პოლიტიკა: თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ორგანიზებით პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „კონკურენციის პოლიტიკა: თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები“ გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს კონკურენციის სააგენტოსა და ბელარუსის, ესტონეთის, ლატვიის, მოლდოვას და რუმინეთის კონკურენციის უწყებებს შორის.


ნახვა »
17/ნოემბერი/2017
12 სურათი
საერთაშორისო კონფერენცია „ანისი გზაჯვარედინზე“
ქართველმა სპეციალისტებმა, მკვლევრებმა ევროპიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სომხეთისა და თურქეთის სხვადასხვა სამეცნიერო და სასწავლო ცენტრებიდან წაიკითხეს მოხსენებები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიის და თეორიის ინსტიტუტის ორგანზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციის „ანისი გზაჯვარედინზე“ გახსნაზე.
ნახვა »
« 1 ... 132 133 134 135 136 ... 198 »