ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 121 122 123 124 125 ... 198 »
19/თებერვალი/2018
7 სურათი
თსუ საიუბილეო კვირეული
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილის ფარგლებში, თსუ საბავშვო უნივერსიტეტმა თბილისისა და რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისათვის ექსკურსიების კვირეული გამართა. საიუბილეო კვირეულის მონაწილე სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს თსუ-ის პირველი კორპუსი და მოისმინის ლექციები უნივერსიტეტის შესახებ.


ნახვა »
16/თებერვალი/2018
14 სურათი
კონკურსი სკოლებში „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოძრაობამ „არა ბარბარიზმებს!“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პატრონაჟით, საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის კონკურსის „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“ მეორე ეტაპი გამართა. კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.


ნახვა »
15/თებერვალი/2018
12 სურათი
მე-6 ყოველწლიური საფაკულტეტო კონფერენცია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებეში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ზუსტ და საბუმენისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-6 ყოველწლიური საფაკულტეტო კონფერენციის პლენარული სესია გაიმართა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 2017 წლის სამეცნიერო შედეგები. ღონისძიებაში ფაკულტეტის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდნენ ფაკულტეტის სამივე საფეხურის სტუდენტები.



ნახვა »
15/თებერვალი/2018
7 სურათი
საერთაშორისო კონფერენცია - "მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში"
თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია - "მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში" გაიხსნა, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი მარკ ფუმაგალი, ქართველი და უცხოელი პროფესორები, ექსპერტები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწნენ.
ნახვა »
15/თებერვალი/2018
4 სურათი
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და ,,ვივამედს“ შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპს “ვივამედს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნუნუ ოვსიანიკოვამ და „საუნივერსიტეტო კლინიკის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ მოაწერეს. მხარეთა ურთიერთთანამშრომლობა მოიცავს კლინიკური დისციპლინების სწავლების გაუმჯობესებას, ახალგაზრდა სპეციალისტთა დახელოვნებას და კლინიკურ ბაზაზე აკადემიური საქმიანობის გაშლას.
ნახვა »
14/თებერვალი/2018
6 სურათი
თამაზ ვაშაყმაძის 80 წლის საიუბილეო ღონისძიება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ერემიტუსი პროფესორის თამაზ ვაშაყმაძის 80 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობისთვის, პროფესორი თამაზ ვაშაყმაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა.
ნახვა »
« 1 ... 121 122 123 124 125 ... 198 »