ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 122 123 124 125 126 ... 198 »
13/თებერვალი/2018
10 სურათი
თსუ რექტორმა უნივერსიტეტის მოხალისე სტუდენტებს მადლობის სიგელები გადასცა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ უნივერსიტეტის მოხალისე სტუდენტებს თსუ 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ნახვა »
12/თებერვალი/2018
6 სურათი
პირველი საჯარო ლექცია - ლევან გიგინეიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა წლის პირველ საჯარო ლექციის ფარგლებში წაიკითკა საჯარო ლექცია თემაზე „იოანე პეტრიწის ჰენადების თეორია და მისი ახალი ანთროპოლოგია".
ნახვა »
7/თებერვალი/2018
10 სურათი
თსუ 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სახელით მიღება გაიმართა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელით მიღება გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სტუდენტები, პროფესორები, უცხოელი სტუმრები დაესწრნენ.
ნახვა »
7/თებერვალი/2018
11 სურათი
თანამშრომლობის მემორანდუმების ხელმოწერის ცერემონიალი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ფარგლებში ურთიერთგაგების მემორანდუმებსა და განზრახულობათა ოქმებს მოეწერა ხელი.



ნახვა »
6/თებერვალი/2018
5 სურათი
ვაშინგტონში საქართველოს თსუ-ს გუნდი წარადგენს ფილიპ ს. ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესებში
საქართველოს სახელით აშშ-ში ფილიპ ს. ჯესაპის სახელობის იმიტირებული პროცესების საერთაშორისო რაუნდებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი იასპარეზებს. თსუ-ს სტუდენტთა გუნდმა ეს უფლება საქართველოს მასშტაბით გამარჯვებების შედეგად მოიპოვა. თსუ-ს გუნდი იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლისა და იურიდიული მიმართულების სტუდენტებს: გიორგი ბაიძეს, ნინო გოშხეთელიანს, ნანა ყრუაშვილსა და თამთა შამათავას აერთიანებს;  გუნდის მწვრთნელი თსუ დოქტორანტი თამთა ზაალიშვილია.

ნახვა »
6/თებერვალი/2018
7 სურათი
თსუ საპატიო დოქტორის პროფესორ ვლადიმერ კეკელიძის საჯარო ლექცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის (ქ. დუბნა) ბალდინისა და ვეკსლერის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის ლაბორატორიის დირექტორმა, თსუ საპატიო დოქტორმა პროფესორმა ვლადიმერ კეკელიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: "Challenges of the NICA project”.


ნახვა »
« 1 ... 122 123 124 125 126 ... 198 »