ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 119 120 121 122 123 ... 198 »
2/მარტი/2018
9 სურათი
თსუ 100 წლის საიუბილეო ღონისძიება ქვემო ალვანის საჯარო სკოლაში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს ახმეტის მუნიციპალიტეტის ქვემო ალვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. თსუ რექტორი სკოლის მოსწავლეებს მეოცე საუკუნის დასაწყისში უნივერსიტეტის დაარსების მნიშვნელობაზე, იმ დროს არსებულ სირთულეებსა და დაარსებასთან დაკავშირებულ საინტერესო დეტალებზე ესაუბრა; გააცნო უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამები, სწავლასა და კვლევისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა და ის შესაძლებლობები, რომელსაც უნივერსიტეტი აძლევს სტუდენტს.
ნახვა »
28/თებერვალი/2018
4 სურათი
ნაზარბაევის სახელობის უნივერსიტეტის დელეგაცია თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისისი სახელმწიფო უნივერსიტეტს ნაზარბაევის სახელობის უნივერსიტეტის დელეგაცია (ასტანა, ყაზახეთი) სტუმრობდა. ნაზარბაევის სახელობის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღმავებაზე და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს.
ნახვა »
28/თებერვალი/2018
12 სურათი
ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა - 2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „თსუ ქართველოლოგიური სკოლის ცენტრისა“ და „ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის“ ფინანსური მხარდაჭერით ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა – 2018 გაიხსნა. მონაწილეებს ლისის ტბის ფერდობზე მდებარე თსუ-ს სტუდენტურ საცხოვრებელში 6 დღის განმავლობაში ჩაუტარდებათ ლექციები და ვორქშოპები ქართველოლოგიური მეცნიერებების სხვადასხვა მიმართულებით.



ნახვა »
27/თებერვალი/2018
8 სურათი
ამერიკელ ებრაელთა საზოგადოების წევრების ვიზიტი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამერიკელ ებრაელთა საზოგადოების წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ამერიკელ ებრაელთა კომიტეტის (AJC) აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ჰარისმა საჯარო ლექცია „აშშ-ის საგარეო პოლიტიკა და მსოფლიო ლიდერობის საკითხები“ წაიკითხა. შეხვედრას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.
ნახვა »
27/თებერვალი/2018
7 სურათი
თსუ კავკასიოლოგიის ინსტიტუტის პროფესორები ჯოყოლოს საჯარო სკოლაში
თსუ 100 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში თსუ კავკასიოლოგიის ინსტიტუტის პროფესორები ესტუმრნენ ჯოყოლოს საჯარო სკოლას კავკასიოლოგიის სასწავლო პროგრამების პრეზენტაციის მიზნით; გაიმართა შეხვედრა სკოლის პედაგოგებთან, ასევე ხეობის სხვა წარმომადგენლებთან. პროფესორებმა სკოლის ბიბლიოთეკას პოპულარული და სამეცნიერო ლიტერატურა გადასცეს.
ნახვა »
23/თებერვალი/2018
16 სურათი
თსუ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ განათლების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს. თსუ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე ტრადიციულად სპეციალური სტენდით არის წარმოდგენილი, სადაც გამოფენის სტუმრები ინფორმაციას იღებენ თსუ ფაკულტეტების, საგანმანათლებლო პროგრამების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), გაცვლითი პროგრამების შესახებ.

ნახვა »
« 1 ... 119 120 121 122 123 ... 198 »