ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 120 121 122 123 124 ... 198 »
22/თებერვალი/2018
7 სურათი
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და ბაიბურთის უნივერსიტეტს (თურქეთი) შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბაიბურთის უნივერსიტეტს (თურქეთი) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულებას, რომელიც თურქეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული მევლანას გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ორმხრივ თანამშრომლობას ითვალისწინებს, თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ბაიბურთის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. დოქ. სელჩუკ ჯოშქუნმა მოაწერეს ხელი.


ნახვა »
22/თებერვალი/2018
8 სურათი
"საჯარო მმართველობის კულტურის საკითხები საქართველოში და საერთაშორისო კონტექსტში"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის რიგით მე-15 ფორუმი გაიმართა თემაზე: "საჯარო მმართველობის კულტურის საკითხები საქართველოში და საერთაშორისო კონტექსტში". ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებათა წარმომადგენლებმა, საქართველოს უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა.
ნახვა »
21/თებერვალი/2018
11 სურათი
მშობლიური ენის საერთაშორისო დღე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სახელმწიფო ენის პალატის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ღონისძიება სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
ნახვა »
21/თებერვალი/2018
7 სურათი
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და ,,საუნივერსიტეტო კლინიკას ”შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნუნუ ოვსიანიკოვამ და „საუნივერსიტეტო კლინიკის“ გენერალურმა დირექტორმა იოსებ ბრეგვაძემ მოაწერეს.
ნახვა »
20/თებერვალი/2018
12 სურათი
იტალიანისტიკის დღე თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება „იტალიანისტიკის დღე თსუ-ში“ გაიმართა, რომელსაც დაესწრნენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ანტონიო ენრიკო ბარტოლი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ „სამედიცინო ინოვაციების აკადემია“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და  „სამედიცინო მეცნიერებათა ინოვაციების აკადემიის“ წარმოდგენილმა, გამგეობის თავმჯდომარემ ალფონსო ჯოვანი რეკორდარემ მოაწერეს.  
ნახვა »
19/თებერვალი/2018
8 სურათი
დისკუსია - ცოდნა სინათლეა: სოციალიზაციის და ინკულტურაციის ასპექტები
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ეთნოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა თსუ 100 წლისთავისადმი მიძღვნილი დისკუსია - ცოდნა სინათლეა: სოციალიზაციის და ინკულტურაციის ასპექტები. ღონისძიებაზე მოხსენებები წაიკითხეს თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ (განათლების პოლიტიკის ძირითადი ტენდენციები საქართველოში), თსუ პროფესორმა როლანდ თოფჩიშვილმა (აღზრდის ტრადიციები საქართველოში). დისკუსიის მოდერატორი იყო პროფესორი ქეთევან ხუციშვილი.

ნახვა »
« 1 ... 120 121 122 123 124 ... 198 »