ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 123 124 125 126 127 ... 198 »
1/თებერვალი/2018
7 სურათი
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივას შეუერთდნენ და მწერალ ბესო სოლომანაშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღეს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნაში. მწერალ და რეჟისორ ბესო სოლომანაშვილთან შეხვედრა თსუ წიგნის მაღაზიის ორგანიზებით  გაიმართა. 
ნახვა »
1/თებერვალი/2018
6 სურათი
თსუ 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო მონეტა გამოუშვა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. საიუბილეო მონეტა საზოგადოებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძესთან და მონეტის დიზაინერმა ნიტა გონგაძემ წარუდგინეს.
ნახვა »
31/იანვარი/2018
8 სურათი
Global TESOL College დირექტორთან შეხვედრა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში Global TESOL College დირექტორმა, დოქტორმა ჯიმ პელეგრინმა TESOL-ის პროგრამით დაინტერესებული აუდიტორიისათვის - ინგლისური ენის სწავლებისა და პედაგოგიკით დაინტერესებული სტუდენტებისა და პროფესორებისთვის სემინარი გამართა. ღონისძიება კომპანია „სტარაკადემის“ ორგანიზებით ჩატარდა.
ნახვა »
30/იანვარი/2018
13 სურათი
„ათონი - პატრიარქის გაზაფხული“
წიგნის „ათონი - პატრიარქის გაზაფხული“ პრეზენტაცია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. გამოცემის ავტორია “ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს” გენერალური მდივანი, ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ზვიად ჭუმბურიძე.

ნახვა »
30/იანვარი/2018
7 სურათი
ნაშრომის - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (1918-2018) პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ისტორიის ამსახველი ნაშრომის - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (1918-2018) პრეზენტაცია გაიმართა. გამოცემა მიეძღვნა უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს. პრეზენტაციას უძღვებოდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, გამოცემის სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ფაკულტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწვალებლები, ფაკულტეტის ყოფილი დეკანები და მოწვეული სტუმრები.


ნახვა »
30/იანვარი/2018
8 სურათი
მათე ალბუთაშვილის დაბადებიდან 155 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიოლოგიის ინსტიტუტის, "კავკასიელ ქალთა კონგრესის", საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით პირველი ქისტი განმანათლებლის მათე ალბუთაშვილის ხსოვნის საღამო გაიმართა.


ნახვა »
« 1 ... 123 124 125 126 127 ... 198 »