ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 118 119 120 121 122 ... 198 »
7/მარტი/2018
7 სურათი
შეხვედრა ბელგიელ მწერალთან იზაბელ ვერისთან
ფრანკოფონიის სუნივერსიტეტო სააგენტოს თბილისის ციფრულ კამპუსში 2013 წლის ევროკავშირის ლიტერატურის პრემიის ლაურეატთან, ბელგიელ მწერალთან იზაბელ ვერისთან შეხვედრა და მისი რომანის "უძვლო მერლინი" ქართული თარგმანის წარდგინება გაიმართა. ღონისძიება ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსა და გამომცემლობა "აგორას" ორგანიზებით ჩატარდა.


ნახვა »
7/მარტი/2018
9 სურათი
დიმიტრი ყიფიანის თხზულებათა ათტომეულის მეორე ტომის პრეზენტაცია
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დიმიტრი ყიფიანის თხზულებათა ათტომეულის მეორე ტომის პრეზენტაცია გაიმართა. ათტომეულის შემდგენელია თსუ პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი თამაზ ჯოლოგუა. მეორე ტომში შესულია პუბლიცისტური, ლიტერატურული და საისტორიო თხზულებები. წიგნი გამოცემულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ.

ნახვა »
6/მარტი/2018
22 სურათი
საერთაშორისო მასტერკლასები ნაწილაკების ფიზიკაში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციასთან – ცერნთან (CERN) თანამშრომლობით გაიმართა საერთაშორისო მასტერკლასები ნაწილაკების ფიზიკაში. თბილისში ღონისძიების ორგანიზატორია თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი. მასტერკლასების პროგრამაში 52 ქვეყანა, 200-ზე მეტი უნივერსიტეტი და სამეცნიერო ცენტრი იყო ჩართული.
ნახვა »
6/მარტი/2018
6 სურათი
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრული ინჟინერიის თანამედროვე ლაბორატორიების პრეზენტაცია თსუ-ში
უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ელექტრული ინჟინერიის ორი ახალი ლაბორატორია გაიხსნა თსუ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამების სტუდენტებისთვის. თსუ მეთერთმეტე კორპუსში გარემონტდა და უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვა 1700 კვადრატული მეტრი ტერიტორია, რომელზეც განთავსდა საკლასო ოთახები, კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის ლაბორატორიები და სამუშაო სივრცეები. სასწავლო აუდიტორიები, საინჟინრო, სამეცნიერო და კომპიუტერული ლაბორატორიების აღჭურვილობა ამერიკის შეერთებულ შტატებში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული კრიტერიუმების მიხედვითაა მოწყობილი.
ნახვა »
6/მარტი/2018
10 სურათი
საქართველოში პლაზმის ფიზიკის ფუძემდებლის იუბილე თსუ-ში
საქართველოში პლაზმის ფიზიკის ფუძემდებელი, აკადემიკოსი, პროფესორი ნოდარ ცინცაძე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო მედლით დაჯილდოვდა. საიუბილეო ღონისძიებაზე ნოდარ ცინცაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმის ,,მოშინაურებული მზე” ჩვენება გაიმართა, რომლის ავტორია ნინო კაკულია.
ნახვა »
5/მარტი/2018
10 სურათი
ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა - 2018
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის "ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა - 2018"-ის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე შეჯამდა პროექტის შედეგები, გაიმართა მონაწილეთა საუკეთესო ნამუშევრების პრეზენტაცია. სეზონური სკოლის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები. გამორჩეული ნაშრომების ავტორები „ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციამ“ ცნობილი ქართველოლოგის ჰაინც ფენრიხის სახელობის ფულადი პრემიით დააჯილდოვა.
ნახვა »
« 1 ... 118 119 120 121 122 ... 198 »