ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 117 118 119 120 121 ... 198 »
10/მარტი/2018
14 სურათი
"ახმეტელები საქართველოსთვის 1918-1921"
თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა - ”ახმეტელები საქართველოსთვის” გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო გერმანიაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სრულუფლებიანი ელჩის ვლადიმერ ახმეტელისა და გერმანიაში მოღვაწე პოლიტიკური ემიგრანტის, ბრესლაუსა და ბერლინის უნივერსიტეტების პროფესორის, მიხეილ ახმეტელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და წერილობითი მასალა. გამოიფინა გენერალ სტეფანე ახმეტელის და დამფუძნებელი კრების წევრის სიმონ ახმეტელის ფოტომასალა და მემორიალური ნივთები.
ნახვა »
9/მარტი/2018
8 სურათი
ლონიცა ჭიჭინაძის პერსონალური გამოფენა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დამსახურებული მხატვრის, ლონიცა ჭიჭინაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.
ნახვა »
9/მარტი/2018
40 სურათი
თსუ პარტნიორი კომპანიების დაჯილდოების ცერემონიალი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ პარტნიორი კომპანიების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. უნივერსიტეტის წინაშე გაწეული ღვაწლისათვისა და თანადგომისათვის მადლობის სიგელები გადაეცათ იმ კომპანიების წარმომადგენლებს, სადაც თსუ სტუდენტები არიან დასაქმებულები, გადიან პრაქტიკასა და სტაჟირებას.
ნახვა »
8/მარტი/2018
9 სურათი
გამოფენა „ქალები პოლიტიკაში - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) გამოცდილება“
საქართველოს პარლამენტში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებული გამოფენა „ქალები პოლიტიკაში - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) გამოცდილება“ გაიმართა, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღეს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ნახვა »
7/მარტი/2018
12 სურათი
ნორვეგიელი სტუდენტების ვიზიტი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ოსლოს უნივერსიტეტის სტუდენტები ეწვივნენ. უცხოელი სტუდენტებისთვის თსუ პროფესორმა ალექსანდრე კუხიანიძემ საქართველოს ისტორის, ქართული კულტურის და ტრადიციების, საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა თსუ-ს პირველი კორპუსი დაათვალიერეს.  


ნახვა »
7/მარტი/2018
5 სურათი
კრებულის „ადამიანის უფლებათა დაცვა, კონსტიტუციური რეფორმა და სამართლის უზენაესობა საქართველოში“ პრეზენტაცია
თსუ-ში სტატიათა კრებულის „ადამიანის უფლებათა დაცვა, კონსტიტუციური რეფორმა და სამართლის უზენაესობა საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. კრებული 2006 წლიდან გამოიცემა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მიერ. კრებულის რედაქტორია თსუ-ს პროფესორი კონსტანტინე კორკელია. სტატიათა ავტორები არიან როგორც მეცნიერები, ისე პრაქტიკოსი იურისტები - მოსამართლეები და ადვოკატები, ასევე, არასამთავრობო და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები.
ნახვა »
« 1 ... 117 118 119 120 121 ... 198 »