ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 113 114 115 116 117 ... 198 »
27/მარტი/2018
15 სურათი
„უკრაინა და საქართველო: დიპლომატიური ურთიერთობების ასწლეული“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „უკრაინა და საქართველო: დიპლომატიური ურთიერთობების ასწლეული“ გაიხსნა. ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში უკრაინის საელჩოს, უკრაინის მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის, დიპლომატიური და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის სამეცნიერო საზოგადოების, უცხოეთის წარმომადგენლობათა მომსახურების გენერალური დირექციის ორგანიზებით გაიმართა.
ნახვა »
27/მარტი/2018
7 სურათი
ერაზმუს+ პროგრამის მონაწილე უცხოელ სტუდენტებთან შეხვედრა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერაზმუს+ პროგრამის მონაწილე უცხოელ სტუდენტებთან შეხვდედრა გაიმართა, რომლებიც გაზაფხულის სემესტრში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლიან. ღონისძიება თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.


ნახვა »
27/მარტი/2018
7 სურათი
„უმაღლესი განათლების რეფორმა საქართველოში: გამოწვევები და შესაძლებლობები“
თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა აისეტის (ISET), მსოფლიო ბანკისა (World Bank) და UNICEF-ის ორგანიზებით კვლევის „უმაღლესი განათლების რეფორმა საქართველოში: გამოწვევები და შესაძლებლობები“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება განათლების პოლიტიკის ფორუმის (EPF) ფარგლებში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ, როგორც საჯარო, ისე კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
ნახვა »
26/მარტი/2018
13 სურათი
თსუ საპატიო დოქტორის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის დიპლომები გადაეცათ იუსტუს-ლიბიგის სახელობის გისენის (გერმანია) უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორს, დოქ. ჯობრატო მუქერჯის და ბოლონიის (იტალია) უნივერსიტეტის პროფესორს ანა სონჩინის. საზეიმო ცერემონიალის შემდეგ პროფ. დოქ. ჯობრატო მუქერჯიმ წაიკითხა საჯარო ლექცია "ევროპული იდეა და უმაღლესი განათლების როლი იუსტუს - ლიბიგის სახელობის გისენის უნივერსიტეტის მაგალითზე". პროფესორმა ანა სონჩინიმ წაიკითხა საჯარო ლექცია "მწერლების თვალით დანახული ევროპა".
ნახვა »
26/მარტი/2018
6 სურათი
არნოლდ ჩიქობავა 120
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტმა აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გამართა. საიუბილეო სხდომის ფარგლებში, მოეწყო არნოლდ ჩიქობავას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა და არნოლდ ჩიქობავას შრომებისა და საერთაშორისო სამეცნიერო სამენოვანი ჟურნალის „კავკასიოლოგიური ძიებანის“ პრეზენტაცია. მოეწყო დოკუმენტური ფილმის "აკადემიკოსი არნოლდ ჩიქობავა“ ჩვენება.
ნახვა »
23/მარტი/2018
8 სურათი
მოსწავლეების ნახატების გამოფენა „არა ბარბარიზმებს“
კონკურსის „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“ ფარგლებში 24-ე საჯარო სკოლამ მოსწავლეების ნახატების გამართა გამოფენა თემაზე „არა ბარბარიზმებს“. კონკურსს „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“ სკოლის მოსწავლეებისთვის ატარებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოძრაობა "არა ბარბარიზმებს“
ნახვა »
« 1 ... 113 114 115 116 117 ... 198 »