ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 111 112 113 114 115 ... 198 »
3/აპრილი/2018
9 სურათი
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრა და საჯარო დისკუსია გაიმართა. ღონისძიება თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის და „თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.


ნახვა »
3/აპრილი/2018
4 სურათი
თსუ რექტორის შეხვედრა უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შარვაშიძე უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს შეხვდა. უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (ბუდაპეშტი, უნგრეთი) გაემგზავრება და 8-13 აპრილს მონაწილეობას მიიღებს ტრენინგში, რომლის თემა უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია​ა. ტრენინგების ორგანიზატორები არიან განათლების საერთაშორისო ცენტრი საქართველოში და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი
ნახვა »
2/აპრილი/2018
8 სურათი
საერთაშორისო აკადემიური კონფერენცია „კიბერუსაფრთხოება: საქართველო და შავი ზღვის რეგიონი“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო აკადემიური კონფერენცია „კიბერუსაფრთხოება: საქართველო და შავი ზღვის რეგიონი“ გაიხსნა. კონფერენცია თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, კასტექსის სახელობის კიბერსტრატეგიის კათედრის, პარიზი 8–ის უნივერსიტეტისა და სავოის უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.
ნახვა »
30/მარტი/2018
10 სურათი
მსოფლიო ბანკის ექსპერტების ვიზიტი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის ექსპერტები პეტერ ინდჰოლმი და ნიკოლა კოიუჩაროვი ესტუმრნენ. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) გეგმავს უნივერსიტეტებში ტექნოლოგიების გადაცემის პროცესების განვითარებას. ექსპერტები გაეცნენ უნივერსიტეტის კვლევით პოტენციალს და დაათვალიერეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები.
ნახვა »
30/მარტი/2018
8 სურათი
„სტუმარ-მასპინძელი“ თსუ-ს სცენაზე
თსუ-ში სტუდენტური თეატრის "სხვენი" სპექტაკლის "სტუმარ-მასპინძელი" პრემიერა გაიმართა. ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი ერთგვარი ექსპერიმენტია და პანტომიმის, ქორეოგრაფიის, დრამისა და ვოკალის ერთგვარ სინთეზს წარმოადგენს. დადგმის რეჟისორია გოგი გომურაშვილი, ქორეოგრაფი - პაატა მხეიძე, მხატვარი - თამარ გურგენიძე. ღონისძიება თსუ კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.



ნახვა »
30/მარტი/2018
7 სურათი
სემინარი "კონფლიქტები სამხრეთ კავკასიაში"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტმა უმასპინძლა პროფესორთა და სტუდენტთა დელეგაციას, რომელიც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინიციატივით იმყოფება. ღონისძიებაზე გაიმართა სემინარი და დისკუსია თემაზე "კონფლიქტები სამხრეთ კავკასიაში".

ნახვა »
« 1 ... 111 112 113 114 115 ... 198 »