ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 114 115 116 117 118 ... 198 »
22/მარტი/2018
9 სურათი
განათლების როლი ინოვაციების ეკოსისტემაში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ზვიადაძე სტუდენტებს შეხვდა და ისაუბრა თუ რა როლი შეიძლება შეასრულონ უნივერსიტეტებმა ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებაში, რა კონკრეტული ურთიერთკვეთის წერტილები არსებობს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და აკადემიას შორის, რა შესაძლებლობები არსებობს სტუდენტებისთვის დღევანდელ ინოვაციების ეკოსისტემაში.
ნახვა »
22/მარტი/2018
12 სურათი
პროფესორ გოჩა ჯაფარიძის წიგნის პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ გოჩა ჯაფარიძის მონოგრაფიის „ქართველთა სავანეები და სამონასტრო თემი წმინდა მიწაზე XI-XVIII საუკუნეებში (არაბული ნარატიული და დოკუმენტური წყაროების მიხედვით)“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი გამოიცა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.
ნახვა »
22/მარტი/2018
8 სურათი
საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საინფორმაციო ცენტრისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესები.
ნახვა »
22/მარტი/2018
15 სურათი
თსუ სახვითი ხელოვნების კათედრის პედაგოგების და თურქი მხატვრების ერთობლივი გამოფენა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის სახვითი ხელოვნების კათედრის პედაგოგების და თურქი მხატვრების ერთობლივი  გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართველი და თურქი მხატვრების მიერ შესრულებული ნამუშევრები. ღონისძიების ფარგლებში, ასევე მოეწყო თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სახვითი ხელოვნების კათედრის პედაგოგის ლელა გელეიშვილის პერსონალური გამოფენა, ვორქშოპი.
ნახვა »
21/მარტი/2018
5 სურათი
თსუ ნორჩ გეოგრაფთა სკოლამ ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის წევრებს უმასპინძლა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნორჩ გეოგრაფთა სკოლამ აგარის სკოლის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის წევრებს უმასპინძლა. სხვადასხვა ეკოლოგიურ პრობლემაზე მომუშავე, მათ შორის, ფაროსანასთან მებრძოლმა ახალგაზრდა მკვლევრებმა თანატოლებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
ნახვა »
21/მარტი/2018
8 სურათი
ზაქარია ფალიაშვილის საღამო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით, ზაქარია ფალიაშვილის საღამო გაიმართა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლი სპეციალურად დადგმული „დაისით“ და ცეკვა "სამაიათი" წარსდგა მაყურებლის წინაშე. საღამოზე ნაჩვენები იყო კადრები ფილმიდან „რისთვის მიყვარხარ“ და ასევე ცნობილი ოპერებიდან.

ნახვა »
« 1 ... 114 115 116 117 118 ... 198 »