ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 112 113 114 115 116 ... 198 »
29/მარტი/2018
10 სურათი
ღია კარის დღე ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ღია კარის დღე გაიმართა. ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ლექტორებთან და სტუდენტებთან შეხვედრაზე აბიტურიენტები გაეცნენ ფაკულტეტზე მოქმედ პროგრამებს, მიიღეს ინფორმაცია ღონისძიებების, საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებთან გაცვლითი პროგრამებისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ.
ნახვა »
29/მარტი/2018
6 სურათი
შეხვედრა მაკა ლდოკონენთან
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თანამედროვე ქართველ მწერალ მაკა ლდოკონენთან შეხვედრა გაიმართა.ღონისძიება ჩატარდა ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების საგან „ბეჭდურ მედია 2“ –ის ფარგლებში. შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნენ ლიტერატურულ პრემია „საბას“ მფლობელი მწერლის შემოქმედებას.


ნახვა »
29/მარტი/2018
12 სურათი
ჰელსინკის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰელსინკის უნივერსიტეტის სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში უცხოელი სტუმრები თსუ სტუდენტებს შეხვდნენ და  გაეცნენ საუნივერსიტეტეო ცხოვრებას, ასევე დაათვალიერეს თსუ არქეოლოგიის მუზეუმი.
ნახვა »
28/მარტი/2018
4 სურათი
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და ეროვნულ არქივს შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა მოაწერეს. ხელშეკრულების თანახმად მხარეები მოამზადებენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ერთობლივ პროექტებს, ხელს შეუწყობენ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.

ნახვა »
28/მარტი/2018
7 სურათი
ფრანკოფონიის დღეები თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის დეპარტამენტმა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტომ, ფრანკოფონიის დღეებთან დაკავშირებით, ღონისძიება "ვიხალისოთ ფრანგული ენით" გამართეს. ფრანგული ენისა და კულტურის მოყვარულებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ სახალისო ვიქტორინაში, რომელიც ფრანგული კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

ნახვა »
28/მარტი/2018
9 სურათი
ბულგარეთის ელჩის საჯარო ლექცია
ბულგარეთის ელჩი საქართველოში დესისლავა ივანოვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს გიოგი შარვასიძეს, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლებს, სტუდენტებს შეხვდა და საჯარო ლექცია "ბულგარეთი – საგარეო პოლიტიკა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები" წაიკითხა.
ნახვა »
« 1 ... 112 113 114 115 116 ... 198 »