ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 115 116 117 118 119 ... 198 »
21/მარტი/2018
9 სურათი
ჟურნალის „სისხლის სამართლის აქტუალური საკითხები“ პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალ „სისხლის სამართლის აქტუალური საკითხები“-ს N2 გამოცემის პრეზენტაცია და თინათინ წერეთლის სახელობის სამეცნიერო საზოგადოების მიერ გამოცემული სისხლის სამართლის სტუდენტური ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა.
ნახვა »
21/მარტი/2018
5 სურათი
სამუშაო შეხვედრა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური თემატიკის ირგვლივ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,საქართველოს სამეზობლო კვლევის ინსტიტუტში“ გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც მოხდა ქართულ – აფხაზური/ ქართულ – ოსური ბიოგრაფიული ინტერვიუების მოსმენა და განხილვა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უნივერსიტეტბის სტუდენტებმა, პედაგოგებმა, ახალგაზრდა მკვლევარებმა, ქართულ - აფხაზური/ ქართულ - ოსური კონფლიქტით დაინტერესებულმა პირებმა.

ნახვა »
20/მარტი/2018
5 სურათი
შეხვედრა ქეთევან დავრიშევთან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული წარმოშობის ფრანგ მწერალთან ქეთევან დავრიშევთან შეხვედრა და ნაწარმოების "სხვა იოსები" ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა.
ნახვა »
20/მარტი/2018
9 სურათი
პროფესორ ფარნაოზ მენთეშაშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრის ინიციატივით, გაიმართა ქართველი მეცნიერისა და პედაგოგის, პროფესორ ფარნაოზ (ფარნა) მენთეშაშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა.


ნახვა »
19/მარტი/2018
5 სურათი
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და ბიომედიცინის ცენტრს შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ბიომედიცინის ცენტრის დირექტორმა დავით ნადარეიშვილმა მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, მხარეები ხელს შეუწყობენ სიცოცხლის  შემსწავლელი დარგების მიმართულებებით განათლებისა და მეცნიერული კვლევის სფეროში ურთიერთობათა განვითარებას.
ნახვა »
19/მარტი/2018
5 სურათი
გერმანიის დუისბურგ-ესენის უნივერსიტეტის დელეგაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გერმანიის დუისბურგ-ესენის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია. შეხვედრაზე უცხოელი სტუდენტებისთვის გაიმართა პრეზენტაცია უნივერსიტეტის შესახებ. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა გეოგრაფიის მიმართულების წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრა.
ნახვა »
« 1 ... 115 116 117 118 119 ... 198 »