ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 110 111 112 113 114 ... 198 »
11/აპრილი/2018
11 სურათი
"მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა!"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროექტის „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ ფარგლებში, პროგრამის 1+4 სტუდენტებმა დაწერეს კარნახი ქართულ ენაში. ასევე, გაიმართა სტუდენტების აქცია - "მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა!". ღონისძიებები ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
ნახვა »
11/აპრილი/2018
6 სურათი
ახალგაზრდობა კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის "ახალგაზრდობა კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად (YOCOCU)" ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, თსუ პროფესორი ვახტანგ ლიჩელი, სპეციალისტები იტალიიდან ალვარო ჰიგუერასი, ანდრეა მაკია და მაურო ფრანჩესკა ლა რუსსა. პროექტის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მისი ღირებულების მნიშვნელობის წარმოჩენა; ახალგაზრდა სპეციალისტების მონაწილეობა სფეროს განივითარებაში; გამოცდილი და დამწყები სპეციალისტების შეკავშირება.



ნახვა »
11/აპრილი/2018
8 სურათი
ანდრეი მაკარიჩევის საჯარო ლექცია თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, „საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის“ ორგანიზებით, ტარტუს უნივერსიტეტის იოჰან სკაიტის სახელობის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის მოწვეული ლექტორის, პროფესორ ანდრეი მაკარიჩევის საჯარო ლექცია "რუსეთის პოსტსაბჭოთა რეგიონალიზმი: ცივილიზაციური, პოსტლიბერალური, კონტრნორმატიული?" გაიმართა.






ნახვა »
10/აპრილი/2018
17 სურათი
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გამოფენით „ქართული ენის მემატიანე წიგნები“ გაიხსნა. გაიმართა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პროექტის  „სვანეთი, ლაზეთი, სამეგრელო სტუდენტების თვალით - 2016-2017“ და  ქართული ენის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებულის „ქართველური ენათმეცნიერება“ მე-4 ტომის პრეზენტაციები.
ნახვა »
10/აპრილი/2018
19 სურათი
„თურქული ისლამური ხელოვნების გამფენა“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის ორგანიზებით „თურქული ისლამური ხელოვნების გამფენა“ გაიხსნა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ნამუშევრები ისლამური პერიოდის თურქული ხელოვნების ისეთი დარგებიდან, როგორიცაა: ფაიფური, ებრუ, კალიგრაფა, „თეჰიბი“, ფილოგრაფია და ხალიჩის ქსოვია.
ნახვა »
5/აპრილი/2018
7 სურათი
შეხვედრა თსუ სტუდენტური პროექტების დაფინანსების საბჭოს წევრებთან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ სტუდენტური პროექტების დაფინანსების საბჭოს წევრებმა სტუდენტებთან და დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა გამართეს.
ნახვა »
« 1 ... 110 111 112 113 114 ... 198 »