ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 109 110 111 112 113 ... 198 »
13/აპრილი/2018
7 სურათი
"არაფორმალური განათლების მნიშვნელობა საგნობრივი სწავლების პროცესში"
თსუ საბავშვო უნივერსიტეტში თბილისისა და რეგიონების სკოლების მასწავლებლეებისთვის კონფერენცია: "არაფორმალური განათლების მნიშვნელობა საგნობრივი სწავლების პროცესში" და დისკუსია გაიმართა. კონფერენციაზე წარმოდგენილი საუკეთესო თემების ავტორებს სერტიფიკატები გადაეცათ.  


ნახვა »
13/აპრილი/2018
6 სურათი
"ექვთიმე ღვთისკაცი" - ფილმის ჩვენება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმის "ექვთიმე ღვთისკაცი" ჩვენება გაიმართა.
ნახვა »
13/აპრილი/2018
20 სურათი
ქართული ენის კვირეული - გამოფენა და სამეცნიერო კონფერენცია თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენა „დედაენის“ შექმნის სათავეებთან“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთობლივი კონფერენცია გაიხსნა. ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ენის სახელმწიფო დეპარტამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ნახვა »
12/აპრილი/2018
5 სურათი
„ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალის“ მეექვსე ნომრის პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალის“ მეექვსე ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. „ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი“ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დაარსდა 2015 წელს. ჟურნალი განკუთვნილია როგორც თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთათვის, ისე ახალგაზრდა მკვლევართათვის.

ნახვა »
12/აპრილი/2018
15 სურათი
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია და მხატვართა გამოფენა თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის კვირეულის ფარგლებში სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია – „სტუდენტთა ქართველოლოგიური კვლევები“ გაიმართა. ასევე, გაიხსნა გამოფენა „ქართული დამწერლობა ქართველ მხატვართა შემოქმედებაში.“ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართველ მხატვართა ნამუშევრები, რომლებიც ასახავენ ქართული სამწერლობო ენის განვითარების სხვადასხვა პერიოდს.

ნახვა »
12/აპრილი/2018
5 სურათი
ჯგუფ "ნიუტონი"-ის კონცერტი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა ჯგუფ "ნიუტონი"-ის საქველმოქმედო კონცერტი, 18 წლის ავთანდილ კიკნაველიძის დასახმარებლად.
ნახვა »
« 1 ... 109 110 111 112 113 ... 198 »