ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 108 109 110 111 112 ... 198 »
16/აპრილი/2018
5 სურათი
ბულგარეთის ანტარქტიკის ინსტიტუტის წარმომადგენლების ვიზიტი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე ბულგარეთის ანტარქტიკის ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა. უცხოელი სტუმრების ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის დამყარება და ანტარქტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ქართველი მეცნიერების ჩართვა.



ნახვა »
16/აპრილი/2018
5 სურათი
დათო ტურაშვილის საჯარო ლექცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით მწერალ დათო ტურაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა, რომელიც მიეძღვნა თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი პოლიტიკის მხარდაჭერას. 
ნახვა »
16/აპრილი/2018
16 სურათი
„მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“
პროექტის „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ შემაჯამებელი ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელშიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა საქართველოს 9 უმაღლესი სასწავლებლის ქართულ ენაში მომზადების პროგრამის „1+4“ სტუდენტები მონაწილეობდნენ.
ნახვა »
16/აპრილი/2018
14 სურათი
თბილისის საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალის გახსნა თსუ-ში
"თბილისის საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალი" გაიხსნა თსუ-ში. საქართველოში არსებულ პროფესიულ და ბავშვთა გუნდებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას იღებენ გუნდები უცხოეთიდან: ბორდოს უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდი “Le Choeur Voyageur”, კაუნასის გუნდი “Kamertonas”, ტალინის წმიდა კარლის ეკლესიის კამერული გუნდი „კანორუსი“, ფილიპინელთა ვოკალური ანსამბლი დუბაიდან, სოპოტის კამერული გუნდი “Continuo”, კამერული გუნდი “Cantamus Berlin”, Little Singers of Armenia. მონაწილეთა შორისაა თსუ-ს სტუდენტური გუნდი.



ნახვა »
14/აპრილი/2018
10 სურათი
„1978 წლის 14 აპრილი“ - დედაენის დღე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერ გამოცემული წიგნის: ,,1978 წლის 14 აპრილი’’ - პრეზენტაცია გაიმართა. კრებულის ავტორი/შემდგენელია - ანა ბაქანიძე. წიგნი ასახავს 1978 წელს თბილისსა და ბათუმში ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის დასაცავად განვითარებული მოვლენების ისტორიას. ღონისძიებაზე ასევე გაიმართა ანა ბაქანიძის დოკუმენტური ფილმის - ,,აპრილის მოვლენათა ქრონიკები''  -  ჩვენება/პრეზენტაცია.

ნახვა »
14/აპრილი/2018
23 სურათი
ქართული ენის დღე თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედაენის დღე მოძრაობის „არა ბარბარიზმებს" სკოლის მოსწავლეთა კონკურსში - „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!“ გამარჯვებულთა და ქართული ენის სწავლება-პოპულარიზებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალით აღინიშნა.
ნახვა »
« 1 ... 108 109 110 111 112 ... 198 »