ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 10 11 12 13 14 ... 198 »
24/დეკემბერი/2019
6 სურათი
სალექციო კურსი -„აკადემიური კეთილსინდისიერება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში"
ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხარისხიანი სწავლებისა და სწავლისთვის“ (INTEGRITY) ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაიწყო სალექციო ციკლი, რომელზე ქართველი და უცხოელი ექსპერტებისა და მკვლევრების მიერ განიხილება აკადემიური კეთილსინდისიერების ცალკეული თემები და საკითხები.

სალექციო ციკლი გახსნა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი, უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორმა გებჰარდ  როილმა. ლექციის თემა გახლდათ: "Good scientific practice – a perspective from Germany"/კარგი სამეცნიერო პრაქტიკა - გერმანიის პერპექტივით. სალექციო კურსი გათვალისწინებულია სამაგისტრო და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთათვის.
ნახვა »
23/დეკემბერი/2019
7 სურათი
TSU NEW YEAR PARTY 2020
 თსუ სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, თსუ ყველა საფეხურის სტუდენტისთვის 22 დეკემბერს   TSU NEW YEAR PARTY 2020 გაიმართა. 

თსუ-ის მსმენელის წინაშე წარსდგა ლეგენდარული დეტროიტელი დიჯეი და პროდიუსერი TERRENCE PARKER, რომელმაც მსოფლიოს ჰაუს მუსიკის სცენაზე ადგილი უბადლო მიქსისა და სელექციის დამსახურებით დაიმკვიდრა. Terrence Parker-ის ბოლო ნამუშევრებიდან ერთ-ერთი გამორჩეული ალბომია “Life On The Back 9”, რომელიც CARL CRAIG-ის ლეიბლ PLANET E-ზე გამოიცა. Parker-ის როლს ჰაუს მუსიკის ინდუსტრიაში ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა 2017 წელს გამოშვებულმა ალბომმა “GOD Loves Detroit".Terrence Parker მსმენელის წინაშე MERACHKA-სთან ერთად წარსდგება, რომელმაც მისი სეტი ვოკალურად გააფორმა.





ნახვა »
21/დეკემბერი/2019
10 სურათი
თსუ სტუდენტური სლენგის პირველი ქართულ-ინგლისურ ლექსიკონის პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ სტუდენტური სლენგის პირველი ქართულ-ინგლისურ ლექსიკონის პრეზენტაცია გაიმართა. იგი ნიუ ჯერსის უნივერსიტეტის პროფესორის  დონა ფარინას ხელმძღვანელობით შეადგინეს თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის ანგლისტიკის სამაგისტრო პროგრამის ლექსიკოგრაფიის მოდულის სტუდენტებმა. დონა ფარინა თსუ პროფესორების თინათინ ბოლქვაძისა და მანანა რუსიეშვილის მოწვევით იმყოფებოდა შემოდგომის სემესტრში თსუ-ში მოწვეული პროფესორის სტატუსით,  ფულბრაიტის გრანტის ფარგლებში ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებაზე.    


ნახვა »
20/დეკემბერი/2019
18 სურათი
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში თსუ-სა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ჩინეთის უნივერსიტეტის კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიანგ ქინგჟემ მოაწერეს.  ორ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმი სამომავლოდ გაცვლითი პროგრამებისა და სხვა ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.
ნახვა »
20/დეკემბერი/2019
14 სურათი
თსუ-ის ირანისტიკის კათედრის დაარსების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმმა თსუ-ში სპარსული ენის სწავლების საუკუნოვან ისტორიასა და თსუ-ის ირანისტიკის კათედრის დაარსების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას უმასპინძლა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული არქივის, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა სახელმწიფო ეროვნული ცენტრისა და ქართველ ირანისტთა პირად არქივებში დაცული, სპარსული ენის სწავლების საუკუნოვანი ისტორიის ამსახველი, მდიდარი დოკუმენტური მასალა, ფოტოები, იშვიათი გამოცემები, ქართველ ირანისტთა პირადი ნივთები. 
2019 წელს შესრულდა 145 წელი კათედრის დამაარსებლისა და პირველი გამგის, პროფ. იუსტინე აბულაძის დაბადებიდან, რომელიც 1918 წლიდან კითხულობდა სპარსულ ენას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამ თარიღთან დაკავშირებით, გამოფენის გახსნაზე შედგება ნინო მაქაძის მონოგრაფიის: „იუსტინე აბულაძის ცხოვრება და სამეცნიერო მოღვაწეობა“ პრეზენტაცია.
დამსწრე საზოგადოებას წარედგინა  ასევე  ჟურნალ „არმაღანის“ (აღმოსავლური ლიტერატურის თარგმანები) სპეციალური ნომერი, რომელიც  გამოჩენილი ქართველი ირანისტის, კონსტანტინე ფაღავას (1919-1994), დაბადებიდან 100 წლისთავს  მიეძღვნა. 

ნახვა »
19/დეკემბერი/2019
14 სურათი
გაზეთ ,,ჩემი აფხაზეთის“’ სპეციალური ნომრის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტთა ერთობლივი პროექტის - გაზეთ ,,ჩემი აფხაზეთის“’ სპეციალური ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.

„ჩემი აფხაზეთი“ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ყოველკვარტალური გაზეთი 2005 წლიდან გამოიცემა და ასახავს სამინისტროს საქმიანობას განათლების, კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და სპორტის მიმართულებებით. იდეა, რომ თსუ-ის სტუდენტებს გაზეთის სპეციალურ ნომერზე ემუშავათ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტების მიერ თსუ-ს ასოცირებული პროფესორის მაია ტორაძის ხელმძღვანელობით მომზადებული ჟურნალის „გზავნილი აფხაზეთიდან“ პრეზენტაციაზე გაჩნდა.  აფხაზეთის პრობლემატიკის გაშუქებისა და გაზეთ „ჩემი აფხაზეთის“ მომზადებისათვის სტუდენტური ჯგუფის ხელმძღვანელს მაია ტორაძეს და სტუდენტებს სამინისტროს მადლობის სიგელები გადასცეს.  დასასრულ დამსწრეთ ორგანიზაცია „აფხაზეთის მოამბის“ დამფუძნებელმა გიორგი კობახიძემ აფხაზ თანატოლებთან ერთად მომზადებული დოკუმენტური ფილმი „ბედია“ წარუდგინა.


ნახვა »
« 1 ... 10 11 12 13 14 ... 198 »