ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 11 12 13 14 15 ... 198 »
19/დეკემბერი/2019
7 სურათი
კუბის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის ვიზიტი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კუბის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში (რეზიდენციით ბაქოში) ალფრედო ნიევეს პორტუონდოს უმასპინძლა.

თსუ რექტორთან გიორგი შარვაშიძესთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჰავანის უნივერსიტეტს შორის არსებულ ურთიერთობებს, შესაძლო გაცვლით პროგრამებსა და მომავალში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს.
ნახვა »
19/დეკემბერი/2019
6 სურათი
ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ 32 სახელმწიფო და კერძო (მათ შორის რეგიონალური) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები. შეხვედრაზე ისმჯელეს ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის მუშაობის ფორმატსა და პრინციპებსა და განსახილველ საკითხებზე. 
აღნიშნული თემატური ჯგუფი დაფუძნდა 2019 წლის 6 დეკემბერს, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მეორე სხდომაზე. 
ნახვა »
18/დეკემბერი/2019
10 სურათი
„1836- 1927 წლების რუსულ პრესაში გამოქვეყნებული ქართული ფოლკლორული მასალის შესწავლა"
თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში გაიმართა „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტის „1836- 1927 წლების რუსულ პრესაში გამოქვეყნებული ქართული ფოლკლორული მასალის შესწავლა“ ფარგლებში გამოცემული ანოტირებული ბიბლიოგრაფიის (კატალოგის) პრეზენტაცია.
პრეზენტაციის მიზანი აღნიშნული პროექტის ფარგლებში შედგენილი ფოლკლორული კატალოგის სამეცნიერო საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის გაცნობა იყო.
ნახვა »
17/დეკემბერი/2019
9 სურათი
ნატო დავითაშვილის შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნატო დავითაშვილი შეხვდა ბავშვთა სახლის მოსწავლეებს. იგი ფენტეზის ჟანრის მწერალია, დაწერილი აქვს ათზე მეტი წიგნი, მიღებული აქვს რამდენიმე ლიტერატურული პრემია.
ბავშვთა სახლის მოსწავლეებს ასევე შესაძლებლობა მიეცათ დაეთვალიერებინათ უნივერსიტეტი, გაცნობოდნენ მის კულტურულ და ისტორიულ მნიშვნელობას.
ნახვა »
16/დეკემბერი/2019
11 სურათი
საერთაშორისო კონფერენცია „ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები V “
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები V - ისტორიული და ეტიმოლოგიური ლექსიკოგრაფიის საკითხები“ გაიმართა.
კონფერენციის ორგანიზატორები გახლდნენ: თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს წამყვანმა მეცნიერებმა საქართველოდან, შვედეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან, სლოვენიიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან, ასევე ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან. 
სამეცნიერო კონფერენცის თემა ენის კომპიუტერულ მოდელირება, ენობრივ მონაცემთა ბაზები, კორპუსის ლინგვისტიკა, კორპუსულ ლექსიკოგრაფია, ისტორიული და ეტიმოლოგიური ლექსიკოგრაფიის აქტუალურ პრობლემები იყო. მისი ჩატარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც კომპიუტერული ლინგვისტიკის, ისე ეტიმოლოგიური და ლექსიკოგრაფიული კვლევების განვითარებას საქართველოში.
ნახვა »
16/დეკემბერი/2019
11 სურათი
ესეების კონკურსის გამარჯვებულების წარდგენა და კონფერენცია თემაზე: ,,მომავალი საჯარო სამსახური"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრისა და საჯარო სამსახურის ბიუროს ორგნიზებით ჩატარდა ესეების კონკურსი და კონფერენციას  თემაზე:  ,,მომავალი საჯარო სამსახური". 
საუკეთესო 5 ესეს ავტორი, რომელიც სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენელთაგან შემდგარი ჟიურის მიერ გამოვლინდა. მოხსენებით წარსდგა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი. 5 საუკეთესო ნაშრომი განთავსდება საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე, რომელსაც გაეცნობიან საჯარო სამსახურები.

ნახვა »
« 1 ... 11 12 13 14 15 ... 198 »