ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 104 105 106 107 108 ... 198 »
1/მაისი/2018
8 სურათი
ათონელ ბერებთან შეხვედრა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ვატოპედის წმინდა და დიდი სავანის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი და ათონელი მამები ეწვივნენ. ღონისძიების მთავარი თემა თეოლოგია, ღვთისმეტყველება, „ათონის მთა და ქართველობა“ იყო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ათონის მთაზე ოფიციალური მიწვევა მიიღო.

ნახვა »
1/მაისი/2018
10 სურათი
წიგნის ,,მოდერნიზმი და ქართული ლიტერატურა“ პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის თამარ პაიჭაძის წიგნის ,,მოდერნიზმი და ქართული ლიტერატურა“ პრეზენტაცია გაიმართა. ნაშრომის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს: სტუდენტები, ლიტერატურის მკვლევრები და ზოგადად, მეოცე საუკუნის ლიტერატურული პროცესებით დაინტერესებული პირები.
ნახვა »
1/მაისი/2018
5 სურათი
ABET აკრედიტაციის ექსპერტები თსუ-ს ეწვივნენ
თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ორი პროგრამა - ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია და კომპიუტერული მეცნიერებები საერთაშორისო - ABET აკრედიტაციის განაცხადს 2019 წელს ოფიციალურად შეიტანს. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს ორგანიზებით, ამ პროგრამების მონიტორინგის მისიით თსუ-ს ეწვივნენ ABET აკრედიტაციის ექსპერტები - პროფესორები ჯო ტურნერი და ფრენკ ნოელი.
ნახვა »
30/აპრილი/2018
11 სურათი
ამერიკისმცოდნეობის მე-6 ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით ამერიკისმცოდნეობის მე-6 ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა ვუდროუ ვილსონის თოთხმეტი პუნქტის წარდგენიდან დღემდე“ გაიმართა.


ნახვა »
30/აპრილი/2018
10 სურათი
თსუ-სა და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ლექციათა ციკლი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ლექციათა ციკლის ფარგლებში თსუ პროფესორმა თინათინ მარგალიტაძემ წაიკითხა საჯარო ლექცია „ენა და კულტურის ეკოლოგია“, პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა კი წაიკითხა ლექცია „არქეოლოგია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.“    

ნახვა »
30/აპრილი/2018
4 სურათი
მონოგრაფიის "თანამედროვე რუსთველოლოგიური კვლევებით კომენტირებული ვეფხისტყაოსანი" პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მომზადებული მონოგრაფიის "თანამედროვე რუსთველოლოგიური კვლევებით კომენტირებული ვეფხისტყაოსანი" (ელექტრონული ვერსია) პრეზენტაცია გაიმართა.
ნახვა »
« 1 ... 104 105 106 107 108 ... 198 »