ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 102 103 104 105 106 ... 198 »
8/მაისი/2018
7 სურათი
თსუ სტუდენტები ტურისტული კომპანიების კვლევით პროექტში მონაწილეობდნენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები თბილისის ტუროპერატორული კომპანიების კვლევით პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
ნახვა »
7/მაისი/2018
5 სურათი
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტს შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა პერიკლეს მიტკასიმ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შეხვედრას თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელი დიმიტრის ფოტიადისი და საბარძნეთის სგანაგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, დიმიტრიოს კარაბალისი დაესწრნენ.

ნახვა »
7/მაისი/2018
12 სურათი
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ლექციათა ციკლი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ლექციათა ციკლის ფარგლებში, თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში საჯარო სკოლის მოსწავლეებს ლექციები წაუკითხეს თსუ პროფესორმა ზურაბ აბრამიშვილმა „თამაშთა თეორია“ და თორნიკე ქადეიშვილმა „მათემატიკა ყველგან“.

ნახვა »
7/მაისი/2018
8 სურათი
ირანული ტრადიციული რეწვის ნიმუშების და ფერწერული ტილოების გამოფენა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირანული ტრადიციული რეწვის ნიმუშების და ფერწერული ტილოების გამოფენა გაიმართა. გამოფენის ფარგლებში ასევე ჩატარდა ირანული ტრადიციული ხეზე ინკრუსტრირების ტექნიკის ვორქშოპი.
ნახვა »
6/მაისი/2018
5 სურათი
მსოფლიო მარათონი - Wings for Life World Run 2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო სპორტულ ღონისძიებაში - Wings for Life World Run მიიღეს მონაწეილეობა. ღონისძიება აერთიანებს 6 კონტინენტს,  ერთსა და იმავე დროს, ერთი მიზნით -  გავხადოთ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი!
ნახვა »
5/მაისი/2018
21 სურათი
ღია კარის დღე თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღია კარის დღე გაიმართა. სკოლის მოსწავლეებს და აბიტურიენტებს თსუ-ს რექტორი, გიორგი შარვაშიძე და თსუ კურსდამთავრებული, მწერალი გიორგი კეკელიძე შეხვდნენ. თსუ ფაკულტეტების წარმომადგენლებმა, პროფესორებმა და თანამშრომლებმა მოსწავლეების კითხვებს უპასუხეს. 

ნახვა »
« 1 ... 102 103 104 105 106 ... 198 »