ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გალერეა

« 1 ... 106 107 108 109 110 ... 198 »
24/აპრილი/2018
6 სურათი
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და საქართველოს ეროვნული ლატარიის კომპანიას შორის
თსუ-სა და საქართველოს ეროვნული ლატარიის კომპანიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და საქართველოს ეროვნული ლატარიის კომპანიის დირექტორმა გიორგი გედევანიშვილმა მოაწერეს. კომპანიამ სოციალური აქციის პირველ ადრესატებად თსუ სტუდენტები შეარჩია, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით და ესაჭიროებათ ფინანსური მხარდაჭერა. კომპანია ორ სტუდენტს დაუფინანსებს 2018-2019 სასწავლო წლის სწავლის საფასურს.

ნახვა »
23/აპრილი/2018
17 სურათი
,,ბავშვები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში’’
წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სახალისო შემეცნებითი კვირეული - ,,ბავშვები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში" გაიხსნა. 23 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით, თსუ ბიბლიოთეკა უმასპინძლებს თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს. ცნობილი ქართველი ლიტერატორები და მხატვრები მოსწავლეებთან ერთად წაიკითხავენ ზღაპრებს და დახატავენ საყვარელ პერსონაჟებს.
ნახვა »
23/აპრილი/2018
22 სურათი
ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის და უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ლექციათა ციკლი გახსნეს: თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ - „საუნივერსიტეტო განათლება საქართველოში“ და თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა-„პირველი ქართული უნივერსიტეტი 1918-1921“. ღონისძიებაზე თსუ მუზეუმმა წარმოადგინა ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია, სადაც გამოფენილი იყო იშვიათი რარიტეტები, ფოტოდოკუმენტური და მემორიალური ნივთები.

ნახვა »
22/აპრილი/2018
4 სურათი
დედამიწის დაცვის საერთაშორისო დღე
დედამიწის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დაწყებითი განათლების სტუდენტებმა წყნეთის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. აქციის ფარგლებში, ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: ეკოლოგია და გარემოს დაცვა. ასევე, დაგეგმილია პირველი კორპუსის ეზოში სიმბოლურად, მარადმწვანე ხის დარგვა.
ნახვა »
21/აპრილი/2018
9 სურათი
ელექტრონული ოლიმპიადა ,,მეცნიერების თასი - 2018“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს ორგანიზებით თბილისისა და რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების XI-XII კლასის მოსწავლეებისათვის ყოველწლიური ელექტრონული ოლიმპიადის: ,,მეცნიერების თასი-2018“ ფინალური ტური გაიმართა და წინა ეტაპებზე შერჩეული 13 საუკეთესო გუნდიდან ერთი გამარჯვებული გამოვლინდა.
ნახვა »
21/აპრილი/2018
7 სურათი
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ჰეიდარ ალიევი: მულტიკულტურალიზმისა და ტოლერანტობის იდეოლოგია“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ჰეიდარ ალიევი: მულტიკულტურალიზმისა და ტოლერანტობის იდეოლოგია“ გაიხსნა. კონფერენცია მიეძღვნა აზერბაიჯანის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შემქმნელის, ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 95-ე წლისთავს.

ნახვა »
« 1 ... 106 107 108 109 110 ... 198 »